“ატლეტიკოს” ტევესის ხელფასი აშინებს
“იუვენტუსიდან” “ატლეტიკოში” კარლოს ტევესის ტრანსფერი, შესაძლოა, არ შედგეს. მხარეებს შორის მოლაპარაკებები ჩიხში არგენტინელი მოთამაშის მაღალი ხელფასის გამო შევიდა. მადრიდელები ტევესს წელიწადში 4,5 მილიონ ევროს ვერ გადაუხდიან.
ამავდროულად, “ბებერი ქალბატონის” გენერალური დირექტორი ბეპე მაროტა ტევესის წასვლის რეალურ შესაძლებლობაზე საუბრობს.
“მისი წასვლის ალბათობა ძალიან დიდი. პროცენტულ თანაფარდობაზე არ ვისაუბრებ, უბრალოდ ვიტყვი, რომ ტევესის წასვლის შანსი უფრო დიდი, ვიდრე მისი დარჩენის” – განაცხადა მაროტამ.
სერია ა-ს 2014/15 წლების სეზონში ტევესმა 32 შეხვედრაში 20 გოლი გაიტანა.