“ატლეტიკოში” სჯერათ, რომ დიეგო კოსტა და კოკე დარჩებიან
მადრიდის “ატლეტიკოს” სპორტულმა დირექტორმა ხოსე ლუის კამინერომ განაცხადა, რომ დიეგო კოსტა და კოკე კლუბს არ დატოვებენ. კოსტა, რომელიც ამ ეტაპზე პრიმერას საუკეთესო ბომბარდირია “არსენალის”, “ჩელსის” და “მანჩესტერ იუნაიტედის” ინტერესთა სფეროში მოხვდა. ასევე საუბრობენ, რომ ამ კლუბებს კოკეც აინტერესებთ.
“დიეგო კოსტას კონტრაქტში არის პუნქტი, რომლის თანახმად სატრანსფერო თანხა 38 მილიონ ევროს უდრის. ამის შესახებ ინგლისურმა ტოპ-კლუბებმაც იციან. ამ ეტაპზე კოსტა კოსტა წასვლაზე არ ფიქრობს. დარწმუნებული ვარ, ის ჩვენთან დარჩება. რაც შეეხება კოკეს, მის მიმართ “მანჩესტერის” ინტერესი არ მიკვირს. ძალიან მოუმატა და მისი ესპანეთის ნაკრებში მოხვედრაც სავსებით ლოგიკურია. დარწმუნებული ვარ, კოკე ჩვენთან დიდი ხნით დარჩება” – განაცხადა კამინერომ.