ავსტრიის ნაკრების შემადგენლობა საქართველოსთან მატჩისათვის
ავსტრიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, მარსელ კოლერმა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, უელსისა და საქართველოს ნაკრებებს შორის გასამართი მატჩებისათვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.
მეკარეები: ბახმანი (“სტოკ სიტი”), კუსტერი (“მატერსბურგი”), ლინდნერი (“გრასჰოპერი”);
მცველები: ბაუერი (“რუბინი”), დანსო (“აუგსბურგი”), დრაგოვიჩი (“ლევერკუზენი”), ჰინტერეგერი (“აუგსბურგი”), ლაინერი (“რედ ბულ სალსბურგი”), პრიოდლი (“უოტფორდი”), ვიობერი (“რაპიდი”);
ნახევარმცველები: ალაბა (“ბაიერნი”), არნაუტოვიჩი (“ვესტ ჰემი”), ბაუმგარტლინგერი (“ლევერკუზენი”), გრილიტში (“ჰოფენჰაიმი”), ჰარნიკი (“ჰანოვერი”), კაინცი (“ვერდერი”), ილსანკერი (“ლაიფციგი”), ლაიმერი (“ლაიფციგი”), საბიტცერი (“ლაიფციგი”), შაუბი (“რაპიდი”);
თავდამსხმელები: ბურგსტალერი (“შალკე”), გრეგორიჩი (“აუგსბურგი”), იანკო (პრაღის “სპარტა”).
საქართველოს ნაკრები ავსტრიას 5 სექტემბერს, ვენაში დაუპირისპირდება.