ავთანდილ ხურციძე: “საქართველოდან მოდის ის შური და ბოღმა, რაც გადავიტანე”
სოციალურ ქსელში აშშ-ში დაკავებული ქართველი მოკრივის, ავთანდილ ხურციძის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა. 41 წლის სპორტსმენმა მის გარშემო არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა.
“მადლობა ყველას გახსენებისთვის, კეთილი სურვილებისთვის. ღმერთია ჩემს გვერდით და რამოდენიმე მეგობარი. ის ხალხი, ვინც დაკავებამდეც ჩემს გვერდში იყო. 10 წელი მაქვს მოსჯილი და 5 წლის კონტრაქტი კიდევ მაქვს. ვვარჯიშობ ყოველდღე. ჩემი ფიქრი და მოლოდინი მალე გამოსვლაა, შეიძლება ამ თვეშიც გამოვიდე, მაქსიმუმ 4 თვე.
საქართველოს მთავრობის იმედი არც მქონია და არც მექნება. მთელი ჩემი კარიერის განმავლობაში 1 ლარითაც არ დამხმარებია. ახლა ისეთი სიტუაციაა, რომ ბორკილები ხელებზეც მადევს და ფეხებზეც და ახლა, ამ დროს ვინაა გვერდში დამდგომი მაგათგან. მე მესმის ეს ყველაფერი.
ჩემს საქმეში არცერთი ამერიკელი არაა, სულ სურულ და ქართულენოვანი ხალხია ჩემს წინააღმდეგ. ამერიკაში დამიჭირეს, მაგრამ მე ამერიკაზე გული არ მწყდება. მე გამოსვლის შემდეგ აქ ცხოვრებას ვაპირებ. საქართველოდან მოდის ის შური და ბოღმა, რაც საკუთარ თავზე გადავიტანე. კიდევ ერთხელ ყველას, ვინც გვერდში მიდგახართ, მადლობას გიხდით და ღმერთმა ყველას მშვიდობა მოქცეთ.
ახლა ციხეში ახალი ზედმეტსახელი შემარქვეს – “Big Tice”. ქართულად “დიდი ტაისონი”. საქართველოს მხარე თარჯიმნითაც კი არ მეხმარება. უკრაინელი ქალბატონი იზაბელა მითარგმნის რუსულ ენაზე, მაგრამ ადამიანი წინ მიდი და ახლა როგორც რუსულ, ასევე ამერიკულ ენაზე შემიძლია საუბარი”, – წერს ხურციძე.
შეგახსენებთ, რომ ხურციძე 2017 წლის 8 ივნისს აშშ-ში ჩატარებული სპეცოპერაციისას დააკავეს. საბრალდებო მასალების მიხედვით, ქართველი მოკრივე რუსული მაფიის ბოსის – რაჟდენ შულაიას “კუნთი” იყო. შულაიას დაჯგუფებას ბრალი რეკეტში, არალეგალურ აზარტულ თამაშებში, ფულის გამოძალვაში, თაღლითობაში და ფინანსურ მაქინაციებში ედებოდა. ხურციძეს ნიუ იორკის სასამართლომ 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა.