ავთანდილ ხურციძე ციხეში დაჭრეს
ქართველი მოკრივე, ავთანდილ ხურციძე ბრუკლინის ციხეში დაჭრეს. ამ ინფორმაციას Crime Russia ავრცელებს.
ინციდენტი რამდენიმე კვირის წინ მოხდა. ე.წ. “კანონიერ ქურდს” რაჟდენ შულაიას შელაპარაკება ლათინოამერიკული ბანდის ერთ-ერთ ლიდერთან მოუვიდა, სიტყვიერი დაპირისპირება ჩხუბში გადაიზარდა. რაჟდენ შულაიას დასახმარებლად ავთანდილ ხურციძე მივიდა. გავრცელებული ინფორმაციით, ლათინოამერიკული ბანდის წევრები რიცხობრივ უპირატესობაში იყვნენ. მათ ცივი იარაღი გამოიყენეს, რითაც შუალაიასა და ხურციძეს სხვადასხვა სახის დაზიანებები მიაყენეს.
Crime Russia-ს ცნობით, ხურციძე სახის არეშია დაჭრილი. სამედიცინო ჩარევის შემდეგ, ქართველი მოკრივე და რაჟდენ შულაია კარცერში გადაიყვანეს.
ავთანდილ ხურციძის დედა, მაყვალა ხურციძე გავრცელებულ ამბავს “ტყუილს” უწოდებს და ამბობს, რომ ის მის შვილს ორი დღის წინ ესაუბრა.
“ტყუილია. ორი დღის დაველაპარაკე და ყველაფერი ტყუილია. არავითარი დაჭრილი, თვითონ ავთო მესაუბრა და მითხრა, რომ არავის დავუჯერო”, – უთხრა მაყვალა ხურციძემ ტელეკომპანია იბერიას.
შეგახსენებთ, რომ ავთანდილ ხურციძე 2017 წლის ზაფხულში ე.წ. “კანონიერ ქურდ” რაჟდენ შულაიასთან ერთად დააკავეს.