ავთანდილ ხურციძემ ციხიდან სანდერსს მიმართა

თარიღი: ივლისი 7, 2018

ქართველი მოკრივის, ავთანდილ ხურციძის პირად გვერდზე სოციალურ ქსელ Facebook-ში მორიგი განცხადება გამოქვეყნდა.

როგორც იცით, ხურციძე გასულ წლის ზაფხულში ნიუ იორკში დააპატიმრეს და ის დღემდე საპატიმროში იმყოფება. 2017 წლის ივნისში ქართველ მოკრივეს ბრიტანელ ბილი ჯო სანდერსთან შეხვედრა უნდა გაემართა, რომელიც ვეღარ შედგა.

ხურციძე წერს, რომ ის ფორმას ინარჩუნებს და სანდერსთან საბრძოლველად მზადაა.

“მინდა, ყველას ერთობლივად მადლობა გადაგიხადოთ ერთგულებისთვის, დიდი სიყვარულისთვის და გვერდში დგომისთვის. რაც ჩემს სპორტულ კარიერას შეეხება, მე 26 წელი სპორტში ვარ, აქედან 15 წელი პროფესიულ რინგზე ვდგავარ, მსოფლიო არენაზე გამაქვს საქართველოს დროშა, მიუხედავად სხვა ქვეყნებიდან შემოთავაზებისა დაჟინებით ვაკეთე ის, რაც მიხაროდა. არ ვნანობ ამას, ვამბობდი მე როგორც ქართველი ისე უნდა შემიყვაროს ხალხმა და მივაღწიე ამასაც, ეს დღესაც ჩანს და იგრძნობა ჩემზე მხარდაჭერა სხვადასხვა ქვეყნებიდან და ხალხიდან. ვიძახდი, რომ საქართველოს არ ყოლია ჩემპიონი და ჩემი თავი ჭირდება საქართველოს. თუ რა პირობებში მიწევდა ვარჯიში, მაშინაც კი როცა საზღვარგარეთ გახლდით, დეტალურად არ აღვწერ, წუწუნი არ მიყვარდა და მითუმეტეს ახლა არ ვიწუწუნებ. ვიღებ ისე ნებისმიერ სიტუაციას როგორც არის, შრომის უნარი კიდევ თანდაყოლილი მაქვს და ძალიან ძნელად გადამათქმევინებენ დასახულ მიზანს. დარწმუნებული ვარ ნებისმიერი სახელოვანი სპორტსმენი რომ ჩასვა მსგავს პირობებში , ცხოვრებაში ხელს აღარ მოკიდებს ბოქსის ხელთათმანს.

მინდა გითხრათ სიმართლე, მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცი ჩემი ციხის კარი როდის გაიღება, მე მაინც არ წავსულვარ კრივიდან, ყოველდღიურ ტონუსში ვარ. აქაც მოვიპოვე ესა თუ ის ხელსაწყოები და ვარჯიში ჩემი ყოველდღიური რეჟიმია, თვითნებურად დამატებული ციხის რეჟიმი და მე მზად ვარ დავიბრუნო ჩემთვის ჩამორთმეული ყველა ტიტული.

სანდერსზე მინდა გითხრათ ჩემი აზრი: ეს არ არის ის ბოქსიორი, რომელზეც შეიძლება ვთქვა, რომ არის ჩემი “დასტოინი” მოწინააღმდეგე, მე მას ვუყურებ ზემოდან, მიუხედავად იმისა, რომ ჩემზე მაღალია, მაგრამ მაგნაირი მაღალი ბიჭები ბევრი დამიჯენია და დამჯდარი რომ არიან ცოტათინ მაღალი ვრჩები მე ჰაჰაჰაჰა… კარგი მოკრივეა, სტანდარტული, გაწვრთნილი, მაგრამ მას არ აქვს ის, რაც მაქვს მე. სანდერსი ქაშით გაზრდილია და კარაქიანი პურით, მე კიდე ჯერ კიდევ კბილების ამოსვლამდე გასროლილ მჭადს ვიჭერდი ჰაერში. ალბათ მიმიხვდით რას ვგულისხმობ. სანდერსმა რომ იხტუნა პრესკონფერენციაზე ქათამივით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მაგარია. მე მზად ვარ მაგ კაცთან დღესვე საბრძოლველად, როგორც კი კარი გამეღება მეორე დღესვე” – წერს ხურციძე.

მსგავსი სიახლეები
სხვადასხვა

ტოჩინოშინმა ბაშო გამარჯვებით დაასრულა (ვიდეო)

XV დღე, კოტოშოჰო – ტოჩინოშინი ტოჩინოშინის ბალანსი: 10-5 იხილეთ ვიდეო...
წაკითხვა
სხვადასხვა

ტოჩინოშინმა ჰოკუტოფუჯი დაამარცხა (ვიდეო)

მე-14 დღე ტოჩინოშინი – ჰოკუტოფუჯი ტოჩინოშინის ბალანსი: 9-5 იხილეთ ვიდეო...
წაკითხვა
სხვადასხვა

ტოჩინოშინმა ჩიომარუ დაამარცხა (ვიდეო)

ივლისის ბაშო, მე-13 დღე ჩიომარუ – ტოჩინოშინი იხილეთ ვიდეო 大相撲七月場所 十三日目 幕内栃ノ心 勝越し pic.twitter.com/IsqzuMQ3IG — ZEAL […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

“მათ მითხრეს, რომ ბრძოლის შემდეგ დამელაპარაკებოდნენ” – დოლიძე იბრაგიმოვი

რომან დოლიძემ სოციალურ ქსელ Facebook-ში, საკუთარი ოფიციალური გვერდის საშუალებით გულშემატკივრების შეკითხვებს უპასუხა. როგორც იცით, ქართველმა […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ტოჩინოშინის მე-7 გამარჯვება ივლისის ბაშოზე (ვიდეო)

შოჰოძანი – ტოჩინოშინი ივლისის ბაშო, XII დღე იხილეთ ვიდეო July 2020 – Day 12 – […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ტოჩინოშინის მე-6 გამარჯვება ივლისის ბაშოზე (ვიდეო)

ივლისის ბაშო, IX დღე იშიურა – ტოჩინოშინი იხილეთ ვიდეო July 2020 – Day 9 – […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“რას ფიქრობ, სერხიო?” – მაკგრეგორმა სოციალურ ქსელში რამოსს მიმართა (ვიდე

ირლანდიელმა მებრძოლმა, კონორ მაკგრეგორმა სოციალურ ქსელ Instagram-ში ვიდეო გამოაქვეყნა. ვიდეოში ჩანს, რომ ის ფეხბურთს თამაშობს. […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

დევიდ ბექჰემმა ხაბიბ ნურმაგომედოვი გაამხნევა (ფოტო)

UFC-ის ვარსკვლავმა, ხაბიბ ნურმაგომედოვმა მამის, აბდულმანაპ ნურმაგომედოვის გარდაცვალების შემდეგ სოციალურ ქსელში ამ ამბავთან დაკავშირებით პირველი [&hell...
წაკითხვა
სხვადასხვა

ჯოკოვიჩის ბაბუა კრიტიკაზე: “ნოვაკი სერბია, ნადალსა და ფედერერს აღიზიანებს”

მსოფლიო ჩოგბურთის ვარსკვლავი, ნოვაკ ჯოკოვიჩი, კრიტიკისგან ბაბუამ დაიცვა. შეგახსენებთ, რომ სერბმა ფეხბურთელმა ხორვატიაში ტურნირი გამართა, […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

იბრაგიმოვი: “სპორტიდან მივდივარ! არ ვიცი, როგორ ვიცხოვრო”

UFC-ის მებრძოლმა, ხადის იბრაგიმოვმა რომან დოლიძესთან მარცხის შემდეგ სოციალურ ქსელში პირველი პოსტი გამოაქვეყნა. დაღესტნური წარმოშობის […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

რომან დოლიძე: როცა ხადის იბრაგიმოვი ჩემკენ წამოიწია, ვუთხარი…

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, რომან დოლიძემ განაცხადა, რომ ჩხუბამდე, ის ხადის იბრაგიმოვს სასტუმროში რამდენჯერმე შეხვდა, მათ […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

მაკგრეგორმა გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, თუ როგორ ეწევა – ეს თამბაქო არ არის

UFC-ის ექს-ჩემპიონმა, კონორ მაკგრეგორმა, რამდენიმე საათის წინ გამოაქვეყნა ვიდეო, თუ როგორ ატარებს დროს ოქტაგონიდან წასვლის […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ზურაბ ზვიადაური დაჭრეს

ვეტერანი ძიუდოისტი, ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური დაჭრეს. imedinews-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი ზვიადაურის მშობლიურ ახმეტაში [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

კონორ მაკგრეგორმა სერხიო რამოსს უპასუხა (ფოტო)

მადრიდის “რეალის” კაპიტანმა, სერხიო რამოსმა გუნდის ვარჯიშზე ლამაზი გოლი გაიტანა და შემდეგ ის კონორ მაკგრეგორის […]...
წაკითხვა