ავთანდილ ჭრიკიშვილის განცხადება: “მე დღეს ვიჩაგრები”

თარიღი: აგვისტო 15, 2018

ქართველმა ძიუდოისტმა, ავთანდილ ჭრიკიშვილმა სოციალური ქსელის საშუალებით განცხადება გაავრცელა, რომელიც მოახლოებულ მსოფლიო ჩემპიონატზე -90 კგ. წონით კატეგორიაში ძიუდოისტთა დაყენებას შეეხება.

ჭრიკიშვილი აცხადებს, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე 90 კგ. წონით კატეგორიაში ბექა ღვინიაშვილის დაყენება გადაწყვეტილია, სწორედ ამიტომ, ის ბექასთან ტატამზე შეხვედრას ითხოვს.

“მივესალმები ჩემს გულშემატკივარს და მსურს გავაკეთო განცხადება ძიუდოს ფედერაციაში მიმდინარე პროცესების შესახებ, რომელიც ბაქოში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე -90კგ წონით კატეგორიაში ძიუდოისტთა დაყენებას შეეხება.

როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე წლის ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, მე, ავთანდილ ჭრიკიშვილმა, მონაწილეობა მივიღე ხორვატიაში გამართულ გრან პრიზე, იმ მიზნით, რომ ჩავრთულიყავი ჯანსაღ კონკურენციაში იმ სპორტსმენებთან, რომლებიც მოიაზრებოდნენ მსოფლიოზე დასაყენებელ კანდიდატებს შორის. ვინაიდან ევროპის ჩემპიონატზე არ გაკეთებულა არანაირი შედეგი, წესების თანახმად, ყველას თანაბარი შანსი გვეძლეოდა დავმდგადიყავით მსოფლიო ჩემპიონატზე ტურნირებზე გაკეთებული შედეგებიდან გამომდინარე (რაც შეთანხმებული იყო ტრენერებთან).

მას შემდეგ, რაც დავიკავე პირველი ადგილი, მე, როგორც ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ერთადერთ ოქროს მედალოსანს, მეკუთნის ბაქოში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა.

ამის შემდეგ, შევუთვალე ჩემს კონკურენტს, ბექა ღვინიაშვილს, რომ მასაც უნდა ეჭიდავა უნგრეთში გასამართ გრან პრიზე, სადაც ასევე მონაწილეობას ღებულობდა უშანგი მარგიანი, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს მოქმედი პრიზიორია, თავადაც ჩაერთო კონკურენციაში და თქვა, რომ ვინც ძლიერია ის უნდა წასულიყო მსოფლიოზე. ბექამ კი, როგორც ხედავთ, არ იასპარეზა არც ერთ შეჯიბრზე და თავად მოიკლა შანსი იმისა, რომ მსოფლიოზე დამდგარიყო.

როგორც მოგეხსენებათ, მე და მარგიანმა, ორივემ გავაკეთეთ შედეგი და მოვიპოვეთ უფლება ვიასპარეზოთ ჩემპიონატზე, რაზედაც, მწვრთნელებმა, რომლებიც ირაკლი ცორეკიძესთან ერთად, დავით ქევხიშვილმა საჯაროდ დაითხოვა დაკავებული პოსტებიდან, განმიცხადეს, რომ ბექა ყოველგვარი კონკურენციისა და შეჯიბრის გარეშე მაინც დადგება მსოფლიო ჩემპიონატზე.
მე მათ ვუთხარი, რომ მიუხედავად იმისა, რომ მეკუთვნის მსოფლიოზე დაყენება გაკეთებული შედეგიდან გამომდინარე, მზად ვიყავი, ბექასთან ერთად მეასპარეზა ბელორუსიაში გასამართ ჩემპიონატზე.

მათ საპასუხოდ განმიცხადეს, რომ ბექა ვერ იჭიდავებს დაუსაბუთებელი მიზეზების გამო და ფაქტიურად, მისპობენ შანსს გავემგზავრო მსოფლიო ჩემპიონატზე.

მე, ავთანდილ ჭრიკიშვილი, ვაცხადებ, რომ მზად ვარ, ნებისმიერ დროს და ნებისმიერ შეჯიბრზე ტატამზე დავუპირისპირდე ბექა ღვინიაშვილს ჯანსაღი კონკურენციის ფარგლებში და ობიექტურმა შემფასებლებმა გამოარკვიონ ჩვენში საუკეთესო.
მე დღეს ვიჩაგრები იმის გამო, რომ დავუპირისპირდი დავით ქევხიშვილს და მის გუნდს. მას უნდა, რომ ბიჭები არაჯანსაღი კონკურენციით, ტატამს გარეთ დაგვაპირისპიროს ერთმანეთს, რასაც, არ დავუშვებთ, რადგან ჩვენ ერთი გუნდი ვართ.
დღეს ძიუდოს ფედერაცია იმართება კვლავ დავით ქევხიშვილის მიერ და ის, მიკერძოებულად ცდილობს ჩემი ბედის გადაწყვეტას.

მსოფლიო ჩემპიონატზე დაყენება არ ხდება ნაჩუქრობით, არამედ კონკურენციითა და გაკეთებული შედეგებიდან გამომდინარე, რაც მე უკვე გავაკეთე.

კიდევ აღვნიშნავ, რომ მე მზად ვარ, ბექა ღვინიაშვილთან ერთად ტატამზე გავარკვიო ჩვენში საუკეთესო და ვითხოვ, გაიმართოს შიდა შეჯიბრი ოფიციალური მსაჯისა და შემფასებლების თანდასწრებით, ვინაიდან, მწვრთნელები უარს აცხადებენ მის საზღვარგარეთ ასპარეზობაზე.

ძიუდოს ისტორიაში არ არსებობს შემთხვევა, რომ გუნდი დადგეს პირადი სიმპატიების საფუძველზე. გუნდი უნდა შედგეს შედეგებიდან გამომდინარე. ამ შემთხვევაში, ბოლო და საუკეთესო შედეგი მაქვს მე და ის შედეგები, რაც ჰქონდა ბექას, დაეხმარა მას ეასპარეზა ევროპის ჩემპიონატზე, სადაც მან შედეგი ვერ გააკეთა. შესაბამისად, 3-ჯერ ძლიერ ტურნირზე მას არ ეკუთვნის უკონკურენციოდ და უჭიდავებლად დაყენება.

ყველას, ვისაც ხელეწიფება ამ პროცესებში ჩართვა, ვთხოვ, დამეხმარონ ჩემი უფლებების დაცვაში. მე ვითხოვ ჭიდაობას და ჯანსაღ კონკურენციას ტატამზე”, – ვკითხულობთ ჭრიკიშვილის განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

მოურინიო: “ფედერერი მისთვის უხერხულ საფარზეც იმარჯვებს, ჩვენც უნდა მოვიგოთ”

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო თავის ფეხბურთელებს აფრთხილებს, რომ ქულების დაკარგვის გასამართლებლად “იანგ ბოი...
წაკითხვა
სხვადასხვა

მერაბ დვალიშვილი: “ყველაფერი გეგმის მიხედვით გავაკეთე”

15 სექტემბერს, ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა UFC-ში პირველი გამარჯვება მოიპოვა. მერაბმა მოსკოვში გამართულ ღონისძიებაზე ამერიკელი […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

დვალიშვილმა UFC-ში პირველი გამარჯვება მოიპოვა და რუსეთში საქართველოს დროშა ააფრიალა (ვიდეო

ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა UFC-ში პირველი გამარჯვება მოიპოვა. მოსკოვში ჩატარებულ ღონისძიებაზე ქართველი სპორტსმენი ამერიკელ ტერიონ [&hellip...
წაკითხვა
სხვადასხვა

როგორი სახლი შეიძინა უსაინ ბოლტმა (ფოტო)

ლეგენდარულმა სპრინტერმა, უსაინ ბოლტმა ავსტრალიაში გადაბარგების შემდეგ 2 მილიონ დოლარად სახლი შეიძინა. გთავაზობთ ფოტოებს, რომლებიც […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ქართველი სუმოისტი 115 კილოგრამით ნაკლებ მეტოქე შეხვდა – როგორ დასრულდა შეხვედრა? (ვი

12 სექტემბერს, ჯურიოს დივიზიონში მოასპარეზე ქართველმა სუმოისტმა ტურნირის მეოთხე დღეს შეხვედრა 115 კილოგრამით ნაკლებ ენჰოსთან […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ATP რეიტინგი: ნიკოლოზ ბასილაშვილი ისტორიაში საუკეთესოა, ჯოკოვიჩი ფედერერს ემუქრება

საქართველოს ნ1 ჩოგანმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ATP-ს რეიტინგში 6 ადგილით წინ წაიწია და 31-ე ადგილზე გადავიდა.  […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ხაბიბ ნურმაგომედოვი და რეპერი ტიმატი სოციალურ ქსელში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

მართალია, ხაბიბ ნურმაგომედოვი კონორ მაკგრეგორთან შესახვედრად ემზადება, მაგრამ მან სოციალურ ქსელში რეპერ ტიმატისთან დაპირისპირება მაინც […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

რობერტო კარლოსმა მინი-ფეხბურთის სადებიუტო მატჩში დუბლი გაიფორმა (ვიდეო)

ფეხბურთის ბრაზილიელმა ლეგენდამ რობერტო კარლოსმა გადაწყვიტა, საკუთარი ძალები მინი-ფეხბურთში მოსინჯოს. ამ უკანასკნელმა სადებიუტო მატში ორი […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ნოვაკ ჯოკოვიჩმა ამერიკის ღია პირველობა მესამედ მოიგო

ნოვაკ ჯოკოვიჩი წარმატებულ სვლას აგრძელებს. სერბმა ჩოგბურთელმა თავი ამჯერად ამერიკის ღია პირველობაზე გამოიჩინა. ფინალურ მატჩში […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

პერესი: “ნადალის “რეალის” პრეზიდენტად არჩევა დიდებული გადაწყვეტილება იქნ

მადრიდის “რეალის” პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი საკმაოდ ხმაურიან განცხადებას აკეთებს, რომლის მიხედვითაც, შეგვიძლია, რაფაელ ნადალი “რე...
წაკითხვა
ფეხბურთი

ზაზა ნადირაძე: “კაშიას პირადად არ ვიცნობ, უბრალოდ, მე ვიძახი, რომ…”

ქართველმა ნიჩბოსანმა, ზაზა ნადირაძემ რამდენიმე დღის წინ ჟურნალ “სარკესთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ იმ სამკლავურს, რომელიც […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ავთანდილ ხურციძეს ნიუ იორკის სასამართლომ 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა

ქართველ მოკრივეს, ავთანდილ ხურციძეს ნიუ იორკის სასამართლომ 10 წლით პატიმრობას მიუსაჯა, ამის შესახებ პირველი არხის […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ფანმა ნურმაგომედოვს მუცლის არეში დარტყმა სთოხვა – ხაბიბის პასუხი (ვიდეო)

UFC-ის მებრძოლს, ხაბიბ ნურმაგომედოვს ერთ-ერთმა ფანმა მუცლის არეში დარტყმა სთხოვა. დაღესტნელმა მებრძოლმა გულშემატკივარს თხოვა შეუსრულა […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

გურამ თუშიშვილის მიმართვა ქართველ გულშემატკივრებს

ქართველმა ძიუდოისტმა, გურამ თუშიშვილმა ქართველ გულშემატკივრებს მოახლოებული მსოფლიო ჩემპიონატის წინ გვერდში დგომისაკენ მოუწოდა. თუშიშვილმა “ხაჭაპ...
წაკითხვა
სხვადასხვა

ინგილო სპორტსმენმა რუსი მეტოქის დამარცხების შემდეგ საქართველოს დროშა ააფრიალა (ვიდეო)

რუსეთში გამართულ შერეული ორთაბრძოლების ერთ-ერთ ტურნირში მონაწილეობა აზერბაიჯანის სოფელ ითითალაში დაბადებულმა სურაჯ გასანოვმა იგივე იანუღაშვილმა [&hell...
წაკითხვა