ავთო ებრალიძე: “იმედი მაქვს, დავიმსახურებ და ნაკრებში კვლავ გამომიძახებენ”

თარიღი: აპრილი 15, 2015

პორტუგალიის სუპერლიგაში მოასპარეზე ერთადერთი ქართველის, ავთო ებრალიძეს “ჟილ ვისენტეს” მდგომარეობა უკეთესის სურვილს ტოვებს. მიმდინარე სეზონში საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევის კლუბი ელიტაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის.

Fanebi.com ებრალიძეს პორტუგალიაში დაუკავშირდა და საკლუბო ამბებთან ერთად სანაკრებო თემაზეც ესაუბრა.

– სამწუხაროდ ძალიან ცუდი სეზონი გვაქვს. მოვლენათა ასეთ განვითარებას არავინ ელოდა. ყველა, ვინც თვალყურს ადევნებს  პორტუგალიურ ლიგას ჩვენს ყოფნას ცხრილის შუაში პროგნოზირებდა, თუმცა ფაქტი სახეზეა და ეს რა თქმა უნდა პირველ რიგში ჩვენი ბრალია. 

– როგორ შეაფასებდი კლუბის შანსებს სეზონის ბოლოს. შეძლებთ ადგილის შენარჩუნებას? 

– სიტუაცია ძალიან რთულია, თუმცა ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ. შანსები ჯერ კიდევ არის. 

რას აპირებ იმ შემთხვევაში, თუ კლუბი პრიმეირადან გავარდება?

– ამ ეტაპზე სხვა გუნდში გადასვლაზე არ ვფიქრობ და მაქსიმალურად ვარ კონცენტრირებული “ჟილ ვისენტეს” მიმდინარე მიზნებზე. 

– ნაკრებზეც გკითხავ, სადაც თემურ ქეცბაიას მწვრთნელობის დროს ხშირად გიძახებდნენ. როგორ ფიქრობ, რა დააკლდა ქეცბაიას ფორმაციის გუნდს?

– ნაკრებმა შედეგს რომ ვერ მიაღწია ქეცბაიას ბრალი არ არის. განსაკუთრებული შედეგებისთვის არ ქეცბაიამდე მიუღწევია ვინმეს. ამ კაცმა ნაკრებში გული და სული ჩადო და ყველამ ნახა, თუ როგორ უნდოდა მას წარმატების მოტანა. მაგრამ, ყველაფერი მხოლოდ ქეცბაიაზე არ იყო დამოკიდებული. 

– მთავარი მწვრთნელის პოსტზე ცხადაძის დანიშვნას როგორ შეაფასებდი? 

– ცხადაძის თავკაცობით ნაკრებმა ორი მატჩი ჩაატარა. მალტელები დავამარცხეთ, გერმანიასთან კი გუნდმა კარგი შთაბეჭდილება დატოვა. 

– ნაკრებში შენს შანსებზე რას გვეტყოდი? 

– როცა ქეცბაია მიძახებდა იმ დროს ნაკრებში თამაში მეკუთვნოდა. პორტუგალიის ჩემპიონატში მეც და გუნდსაც კარგი სეზონი გვქონდა. ახლა კი გუნდიც ცუდ დღეშია და მეც ტრავმის გამო 3 თვე გამიცდა. თუმცა, უკვე დავბრუნდი და ვთამაშობ. იმედი მაქვს, დავიმსახურებ და ნაკრებში კვლავ გამომიძახებენ

– ტრავმის შედმეგ ფორმის აღდგენა თუ მოახერხე? 

– დიახ, თამაშები უკვე მიწევს და ნელ-ნელა ოპტიმალურ ფორმას ვუახლოვდები. 

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

სადიო მანე ტროი დინის: “ჩემ ბიჭზე იზრუნე, ის მორცხვი ბიჭია” (ვიდეო)

14 დეკემბერს, ინგლისის პრემიერ ლიგაში “ლივერპულმა” საკუთარ მოედანზე “უოტფორდი” მიიღო და მეტოქე 2:0 დაამარცხა. მატჩის […...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ატლეტიკო” მზადაა, რომ ინგლისურ კლუბისთვის საულ ნიგესის ფასს დაუკლოს

მადრიდის “ატლეტიკოს” ხელმძღვანელები მზად არიან საულ ნიგესის ფასი 85-მილიონ ფუნტამდე დაწიონ, რაც “მანჩესტერ იუნაიტედისა” და [&h...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფაბრეგასი: “მესი ბრუტალურია, ის ორმოც წლამდე შეძლებს თამაშს”

“მონაკოს” ესპანელმა ნახევარმცველმა, ცესკ ფაბრეგასმა, რომელიც კარიერის გავლილ ეტაპზე “ბარსელონას” ღირსებასაც იცადა, Onda Core-ს...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ლივერპულმა” მო სალაჰის დუბლით “უოტფორდთან” იმარჯვა (ვიდეო)

პრემიერ ლიგის მე-17 ტური გათამაშების უდავო ლიდერის, “ლივერპულისა” და გასავარდნ ზონაში მყოფი “უოტფორდის” დაპირისპირებამ გახსნა....
წაკითხვა
ფეხბურთი

ისმაილა სარის დარტყმის მცდელობა “ლივერპულთან” მატჩში (ვიდეო)

ინგლისის პრემიერ ლიგაში, “ლივერპულსა” და “უოტფორდს” შორის მიმდინარე მატჩში კურიოზული რამ მოხდა. ისმაილა სარს ხელსაყრელი [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

მოჰამედ სალაჰის ულამაზესი გოლი “უოტფორდის” კარში (ვიდეო)

ინგლისის პრემიერ ლიგაში, “ლივერპულსა” და “უოტფორდს” შორის მიმდინარე მატჩში ანგარიში 38-ე წუთზე მოჰამედ სალაჰმა გახსნა. [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჩისკომ თბილისის “დინამო” დატოვა – ვინ შეცვლის ესპანელს?

ჩისკო მუნიოსმა თბილისის “დინამოს” მთავარი მწვრთნელი პოსტი დატოვა. ეს ინფორმაცია დღეს მოულოდნელად გავრცელდა. ესპანელმა მწვრთნელმა […...
წაკითხვა
ფეხბურთი

სოლდადო: “როცა “რეალში” ვთამაშობდი, ბავშვი ვიყავი, ბევრს ვჭამდი და ვსვამ

“გრანადას” თავდამსხმელმა, რობერტო სოლდადომ მადრიდის “რეალში” გატარებული წლები გაიხსენა და თქვა, რომ ის მაშინ საკუთარ […...
წაკითხვა
ფეხბურთი

თბილისის “მერანი” თბილისში ახალ სტადიონს ააშენებს (ფოტო)

ეროვნული ლიგა 2-ის გამარჯვებული, თბილისის “მერანი” ლილოს დასახლებაში ახალ ბუნებრივ საფარიან სტადიონს ააშენებს. “მერანის” ოფიცი...
წაკითხვა
ფეხბურთი

“საბურთალოს” ლიდერები დატოვებენ

თბილისის “საბურთალო” ათიანმა, გიორგი დიასამიძემ დატოვა და ლაშა შინდაგორიძის ბელორუსულ “შახტიორში” გადავიდა. გავრცელებული ინფორ...
წაკითხვა
ფეხბურთი

როგორ გამოიყურება ლუკა მოდრიჩის ახალი სახლი, რომელშიც მან 12 მილიონი ევრო გადაიხადა (ფოტო)

მადრიდის “რეალის” ნახევარმცველმა, ლუკა მოდრიჩმა მადრიდში ახალი სახლი შეიძინა, რომელშიც მან 12 მილიონი ევრო გადაიხადა. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მაურიციო სარიმ ჩემპიონთა ლიგაზე თავისი ფავორიტი დაასახელა

ტურინის “იუვენტუსის” მთავარი მწვრთნელი, მაურიციო სარი, აღიარებს, რომ ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარ ფავორიტად პეპ გვარდიოლას […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

რონალდინიო: “ვერ ვიტყვი, რომ მესი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია”

ფეხბურთის ბრაზილიელი ლეგენდა, რონალდინიო, პრესასთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ლეო მესი თავისი თაობის საუკეთესო ფეხბურთელია, თუმცა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ნეიმარი “ბარსელონას” სასამართლოში უჩივის

“პარი სენ-ჟერმენის” ბრაზილიელმა სუპერვარსკვლავმა, ნეიმარმა, სასამართლოში კიდევ ერთი საქმე გახსნა “ბარსელონას” წინააღმდეგ. El M...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ატალანტას” პრეზიდენტი: “შახტართან” მატჩის შემდეგ ოთახში მარტო ვიჯ

ბერგამოს “ატალანტას” პრეზიდენტმა ანტონიო პერკასიმ იმ გრძნობების შესახებ ისაუბრა, რომელიც სტუმრად დონეცკის “შახტარის” დამარცხებ...
წაკითხვა