აზარი: “ჩელსი” ზეწოლას არ გრძნობს”
ბელგიელი შემტევი ნახევარმცველი “ნორვიჩის” წინააღმდეგ მოპოვებული გამარჯვების შემდეგ კომენტარს აკეთებს.
“ზეწოლა არ უნდა ვიგრძნოთ. ისე უნდა ვითამაშოთ, როგორც გვინდა. ასე რომ, ზოგჯერ კარგი შედეგი გამოგვდის, ზოგჯერ კი არა”, – აცხადებს ედენ აზარი.
“მიმდინარე სეზონში ცუდად ვთამაშობთ, ეს სიმართლეა. თუ გვინდა, რომ ასპარეზობა ცხრილის ოთხეულში მოხვედრით დავასრულოთ, უკეთესები უნდა გავხდეთ. კიდევ ბევრი თამაში გვაქვს მოსაგები”, – დაასრულა “ჩელსის” ათიანმა.
შეგახსნებთ, ინგლისის პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში, აზარის ანგარიშზე “არისტოკრატთა” მაისურით ჩატარებული 13 მატჩია და თავის გამოჩენა მხოლოდ სამი საგოლე გადაცემით შეძლო.