აზარი: “გასულ ზაფხულს 80 კილოგრამს ვიწონიდი, მაგრამ წონაში მარტივად ვიკლებ”

თარიღი: ნოემბერი 22, 2019

მადრიდის “რეალის” თავდამსხმელმა, ედენ აზარმა მის წონასთან დაკავშირებულ საკითხზე L’Équipe-თან ინტერვიუში კომენტარი გააკეთა.

28 წლის ფეხბურთელი არ მალავს, რომ ის წონაში მალე იმატებს, თუმცა როგორც ჩანს, მისთვის დაკლებაც იოლია.

“არ ვმალავ, როცა არდადეგები მაქვს, არდადეგები მაქვს. მე იმ ადამიანთა კატეგორიას განვეკუთვნები, რომელიც წონაში მარტივად იმატებს და იკლებს. “ლილში” თამაშის დროს 18 წლის ვიყავი და 72 კილოგრამს ვიწონიდი. გასულ ზაფულხს 80 კილოგრამს გავუთანაბრდი, მაგრამ ზედმეტი წონა ათ დღეში მოვიშორე”, – განაცხადა ბელგიელმა.

მსგავსი სიახლეები