აზარი მოსალაპარაკებლად მზადაა: “რეალი” მსოფლიოს საუკეთესო კლუბია”
ლონდონის “ჩელსის” ბელგიელმა სუპერვარსკვლავმა ედენ აზარმა “საუთჰემპტონის” განადგურების შემდეგ პრესასთან საკუთარ მომავალზე საკმაოდ გულახდილად ისაუბრა.
აზარმა კითხვას, დაიწყებდა თუ არა “რეალთან” მოლაპარაკებებს ამგვარად უპასუხა: “თუ დამიკავშირდებიან, მოლაპარაკებებზე აუცილებლად წავალ. ახლაც შემიძლია საუბარი.
არ მინდა ვთქვა, რომ კონტრაქტს ვახანგრძლივებ და ბოლოს ისე გამოვიდეს, რომ ასე არ მოხდეს. დრო ყველაფერს გვიჩვენებს. ზოგჯერ, როდესაც ვიღვიძებ უბრალოდ ვფიქრობ, რომ წასვლა მინდა, ზოგჯერ – დარჩენა.
რთულია ასეთი გადაწყვეტილებების მიღება. 27 წლის ვარ და იანვარში 28-ის ვხდები. ამიტომაც ვამბობდი მუნდიალის შემდეგ, რომ ცვლილებების დრო იყო.
“რეალი” მსოფლიოს საუკეთესო კლუბია, არ მოვიტყუები. იქ თამაშზე ბავშვობიდან ვოცნებობდი, ამ კლუბზე ვოცნებობდი. ვნახოთ, რა მოხდება,” – აცხადებს ბელგიელი.