აზარი:”მოუთმენლად ველი მოურინიოს “მანჩესტერის” წინააღმდეგ თამაშს”
ლონდონის “ჩელსის” ბელგიელმა ნახევარმცველმა, ედენ აზარმა Sky Sports-თან ინტერვიუში ჟოზე მოურინიოს გადაწყვეტილებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის მოუთმენლად ელის ჟოზესთან შეხვედრას.
“მოურინიო ფანტასტიკური მწვრთნელია. მე მას წარმატებებს ვუსურვებ მომდევნო სეზონში.
მოუთმენლად ველი და უბრალოდ ძალიან მინდა “მანჩესტერ იუნაიტედთან” თამაში. მოურინიო ძალიან დიდ გამოცდილებას ფლობს. ის დიდ კლუბში მივიდა, ამიტომაც მისი მიზანი მხოლოდ მოგება იქნება.”
აზარმა კონტეზეც ისაუბრა, რომელიც “ჩელსის” ევრო 2016-ის შემდეგ ჩაიბარებს: “ბედნიერი ვარ, ძალიან ბედნიერი. მე უკვე ვესაუბრე კონტეს. მან მე წარმატებები მისურვა ევროპის ჩემპიონატზე.”