აზარი: ,,პრემიერ ლიგა საუკეთესოა”
ლონდონის ,,ჩელსის” ბელგიელმა ფეხბურთელმა, ედენ აზარმა ინტერვიუში ,,პრემიერ ლიგაზე” ისაუბრა. ფეხბურთელის განცხადებით, ინგლისის ჩემპიონატში თამაში ყველაზე ძნელია.
,,ინგლისი ფეხბურთის ქვეყანაა. ყველა გუნდს ჰყავს ბევრი გულშემატკივარი. თამაშის დროს ჩემზე მესმის სიმღერები. ეს სასიამოვნო მოსასმენია. რთულთან ერთად, პრემიერ ლიგა სასიამოვნო საყურებელია. ინგლისის ჩემპიონატი განსხვავდება საფრანგეთის ჩემპიონატისგან. ინგლისში ხალხი ფეხბურთით ცხოვრობს. ფანები ყოველთვის ითხოვენ გუნდისგან კარგი თამაშს. სტემფორდ ბრიჯზე თამაშს 42 000 გულშემატკივარი ესწრება ყოველთვის. არ არსებობს ნაკლებად საინტერესო თამაში. გულშემატკივარი ყოველთვის დადის სტადიონზე,” – განაცხადა ედენ აზარმა.
ყურადღება! აღნიშნული სტატია გამოქვეყნებულია ჩვენი მომხმარებლის მიერ პირდაპირ, რედაქციის ჩარევისა და ჩასწორებების გარეშე.