აზარი: “პრემიერ ლიგის ტიტულისთვის ბრძოლაში დაბრუნების ძალა შეგვწევს”
ლონდონის “ჩელსი” პრემიერ ლიგაში შარშანდელი სეზონივით, ვეღარ ბრწყინავს. “ლურჯებს” ამჟამად 13 ქულა აქვთ და მეხუთე პოზიციას სჯერდებიან.
გუნდის ერთ-ერთა ლიდერმა, ედენ აზარმა ჟურნალისტებთან ამჟამინდელ სიტუაციაზე ისაუბრა.
“გასულ სეზონში ყოველ კვირაში მატჩების ჩატარება უფრო ადვილი იყო. მაშინ ჩვენი ფიზიკური კონდიციები შეადერბით მაღალ დონეზე იდგა. ახლა სიტუაცია შეცივალა. თუმცა, საჭიროა ამ მდგომარეობასთან მაქსიმალურად მალე ვადაპტირდეთ. იმავე საფეხურზე ვდგავართ. უბრალოდ, კიდევ უფრო დიდი მონდომებაა საჭირო. განსხვავება ამ და გასულ სეზონებს შორის ისაა, რომ “მანჩესტერ იუნაიტედი” და “მანჩესტერ სიტი” უფრო ძლიერები არიან.”
“ვიცით, რომ პრემიერ ლიგა გრძელი ჩემპიონატია. მზად ვართ და ვიცით, წინ რთული ბრძოლა გველის. საკმარისი დრო გვაქვს იმისთვის, რომ ჩემპიობისთვის ბრძოლაში დავბრუნდეთ,” – აცხადებს ბელგიელი.