აზარი: “რეალში” ჩემი პირველი სეზონი ცუდი გამოვიდა”

თარიღი: მარტი 26, 2020

მადრიდის “რეალის” შემტევმა, ედენ აზარმა ახალ კლუბში ჩატარებული პირველი სეზონი უარყოფითად შეაფასა. 29 წლის ფეხბურთელი ამბობს, რომ ამ სეზონს ის ადაპტაციისათვის იყენებს.

“რეალში” ჩემი პირველი სეზონი ცუდი გამოვიდა, მაგრამ ყველაფერი ცუდი არ არის. ეს საადაპტაციო სეზონია. ვფიქრობ, მომდევნო წელს უკვე შეიძლება ჩემი განსჯა. “რეალი” ჩემთვის ახალი, დიდი გამოცდილებაა. კონტრაქტის დასრულებამდე ოთხი წელია დარჩენილი, ამიტომ წინ დიდი დროა. იმედი მაქვს, მალე კარგ ფორმაში შევალ”, – ციტირებს აზარის სიტყვებს Goal.Com.

ბელგიელმა ფეხბურთელმა “რეალში” ჩატარებულ 16 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.



მსგავსი სიახლეები