აზარი: “ვარჯიშზე ბოლომდე არ ვიხარჯები”
ლონდონის “ჩელსის” ფეხბურთელმა, ედენ აზარმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა ის მიზეზი, რის გამოც ვარჯიშზე ბოლომდე არ იხარჯება.
“გულწრფელად რომ ვთქვა, ვარჯიშზე ბოლომდე არ ვიტვირთავ თავს. გვაქვს წვრთნები და ზოგი გუნდელი გიჟივით ემზადება მატჩისთვის. თუმცა, მე ვცდილობ, ენერგია ზუსტად შეხვედრისთვის შევინახო. ჩვენ არ გვაქვს ბევრი შესვენება, სწორედ ამიტომ ზოგ ვარჯიშს ძალების აღსადგენად ვიყენებ.”
“როცა მოედანზე ვარ, ხშირად ფეხში მირტყამენ. თუმცა, ამაზე არ ვდარდობ – ეს ფეხბურთელის ცხოვრების ნაწილია. ყველაფერს ვაკეთებ, რომ ფიზიკურად გავძლიერდე. დარბაზში ამისთვის საკმაოდ ვირჯები. ვიცი, ჩემი სხეული ძალიან ძლიერია, რაც წარმატებული თამაშის ერთ-ერთი წინაპირობაა,” – აცხადებს ბელგიელი.