აზარი: “ვცდილობთ, წარსული დავივიწყოთ და აწმყოთი ვიცხოვროთ”
დღეს პრემიერ ლიგა იწყება. პირველი ტურის შეხვედრაში, ლონდონის “ჩელსი” საკუთარ მოედანზე “ვესთ ჰემს” დაუპირისპირდება. მილიონობით ადამიანი ელის იმას, თუ როგორ დაიწყებენ ლონდონელები ახალ სეზონს. “არისტოკრატებმა” გასული სათამაშო წელი საშინლად ჩაატარეს და მათგან ყველა გამოღვიძებასა და ჩემპიონობისთვის ბრძოლას ელოდება.
“ჩელსის” მოთამაშემ, ედენ აზარმა, რომელიც წინა სეზონში ერთ-ერთი დიდი შავი ლაქა იყო გუნდის თამაშში, ჟურნალისტებთან ისაუბრა.
“ყველას უნდა ისეთივე ფორმაში იყოს, როგორც ორი წლის წინ: მაშინ, როცა პრემიერ ლიგის ტიტული მოვიგეთ”
“გასული წელი კი საშინელება იყო. ვცდილობდით, გაგვეანალიზებინა, რისი ბრალია ასეთი ჩავრდნა, თუმცა ზუსტი პასუხი არცერთმა ვიცით. ალბათ, მაინც დაღლილობაა მთავარი მიზეზი.”
“ყველაფერი ცუდი დავიწყებას უნდა მიეცეს და ახალ სეზონზე ვიფიქროთ. ორშაბათს სუფთა ფურცლიდან დავიწყებთ ყველაფერს და შევცდებით, კიდევ ერთხელ აღვმართოთ პრემიერ ლიგის თასი.”
“მთავარი მიზანი, ინდივიდუალური თვალსაზრისით, რაც შეიძლება მეტი გოლის გატანაა. მინდა, ერთგვარი გარდაქმნა მოვახდინო საკუთარ თავში, რაც,საბოლოოდ, ჩემი თამაშის ხარისხზე აისახება. მწვრთნელი ბევრს გველაპარაკება ხოლმე მოთამაშეებს. კონტეს საუბრის მთავარი მიზანი ისაა, რომ თავდაჯერებულობა დაგვიბრუნოს.”
“რაც აქ მოვედი, პირველად ხდება, რომ ევროპის არცერთ ტურნირზე არ ვმონაწილეობთ. ეს ცოტა ცუდი აღსაქმელია, მაგრამ რას ვიზამთ?! ყველაფერთან შეგეუბა მოგვიწევს. დადებითი მხარე ისაა, რომ კვირაში, ფაქტობრივად, მხოლოდ ერთი მატჩის ჩატარება მოგვიწევს,” – განაცხადა ედენ აზარმა.