აზაროვი ახალგაზრდულში გამოიძახეს – სვანაძე 4 დებიუტანტით
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები, 29 მარტს, 18:00 საათზე, გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ესტონეთის ახალგაზრდულ ნაკრებს დაუპირისპირდება.
21-წლამდე ნაკრებმა, შარშანდელი ამხანაგური მატჩების სერიაც გორში, ბელარუსთან მოგებული მატჩით დაიწყო და კალენდარული სეზონი, რუმინელებთან ფრის და ინგლისთან მოგების შემდეგ წაუგებლად დაასრულა.
ესტონელებთან მატჩისთვის მოსაზამადებელ შეკრებაში მონაწილეობის მისაღებად, ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა – რამაზ სვანაძემ 24 ფეხბურთელი გამოიძახა.
მათ შორის 4 მოთამაშე ახალგაზრდული ნაკრების დებიუტანტია – ტორპედო ქუთაისის მცველი – მათე აბულაძე, დინამო თბილისის საყრდენი – ნოდარ ლომინაძე, ბოლნისის სიონის შემტევი ნახევარმცველი – ლუკა ხორხელი და დინამო თბილისის მცველი – გიორგი მაისურაძე 21-წლამდე გუნდთან ერთად საწვრთნელ შეკრებას პირველად გაივლიან.
U21 | შემადგენლობა
მეკარეები: ლუკა კუტალაძე (დინამო თბილისი), თორნიკე მეგრელიშვილი (საბურთალო), დემეტრე ბულისკერია (დილა გორი).
მცველები: ცოტნე კაპანაძე (თელავი), ივა გელაშვილი (სპარტა პრაღა, ჩეხეთი), გიორგი მაისურაძე (დინამო თბილისი), მათე აბულაძე (ტორპედო ქუთაისი), სანდრო კალანდაძე (დინამო თბილისი), ჯემალ-გიორგი ჯინჯოლავა (კადისი B, ესპანეთი), ლევან ხარაბაძე (დინამო თბილისი), გიორგი გოჩოლეიშვილი (საბურთალო), ირაკლი აზაროვი (დინამო ბათუმი).
ნახევარმცველები: ნიკა გაგნიძე (დილა გორი), შოთა ნონიკაშვილი (საბურთალო), გიორგი მოისწრაფიშვილი (დინამო თბილისი), ბექა დარცმელია (ლოკომოტივი თბილისი), რევაზ ინჯგია (აპოლონ ლიმასოლი, კვიპროსი), ლუკა ხორხელი (სიონი ბოლნისი), გიორგი გულიაშვილი (საბურთალო), ოთარ ფარულავა (გაგრა), ნოდარ ლომინაძე (დინამო თბილისი).
თავდასხმელები: გიორგი იაკობიძე (ლოკომოტივი თბილისი), გიორგი გაგუა (დეპორტივო ალავესი, ესპანეთი), შოთა შეყილაძე (ლოკომოტივი თბილისი).