azerifootball.com: “ცხადაძე საქართველოს ნაკრებიდან თავისი შვილის კონკურენტებს იცილებს”
აზერბაიჯანული მედიის ყურადღების ცენტრში საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი, კახა ცხადაძე კვლავ მოხვდა. Аzerifootball-ის ცნობით, გიორგი მერებაშვილის შემდეგ ჯვაროსანების დამრიგებელი ვლადიმერ დვალიშვილმაც გააკრიტიკა, რომელიც ცხადაძეს სანაკრებო შეკრებაზე არ გამოუძახებია.
გამოცემის ვებგვერდზე გავრცელებულ სტატიაში ვკითხულობთ, რომ შემტევ ფეხბურთელებთან კონფლიქტი ცხადაძეს საკუთარი შვილის, ბაჩანა ცხადაძის გამო მოსდის. ჩვენი მეზობლები ვარაუდობენ, რომ ნაკრების დამრიგებელს ქვეყნის მთავარ გუნდიდან ბაჩანა ცხადაძის კონკურენტების მოცილება სურს. სტატიის ავტორმა ისიც კი იწინასწარმეტყველა, რომ უახლოეს მომავალში კონფლიქტი ლევან მჭედლიძესთანაც იქნება.
Аzerifootball-ის ჟურნალისტი დვალიშვილისა და მერებაშვილის არგამოძახების მიზეზების კვლევის დროს ერთი ვერსიით არ დაკმაყოფილდა და ცხადაძის მხრიდან არც შურისძიება გამორიცხა. მისი ინფორმაციით, გარკვეული პერიოდის წინ დვალიშვილმა და მერებაშვილმა ცხადაძეს “ინტერში” გადასვლაზე უთხრეს უარი, რის გამოც მწვრთნელმა ახლა შური ამ ფორმით იძია.