B ჯგუფი – “ბარსელონამ” “ინტერთან” გაილაღა, “ტოტენჰემი” ლორისმა დააღალატა
ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტურის B ჯგუფის მატჩების შედეგების შემდეგ ყველაზე მეტად კატალონიის “ბარსელონამ” იხეირა და კატალონიელები 9 ქულით პირველ ადგილზე არიან. “ბარსამ” მილანის “ინტერი” 2-0 დაამარცხა და საკმაოდ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა მესის გარეშე. გოლები რაფინიასა და ალბას ანგარიშებზეა. საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა ლუის სუარესმა, რომელიც დღეს შეუჩერებელი გახლდათ.
ადრეულ თამაშში “პსვ”-მ მოახერხა და “ტოტენჰემთან” 1 ქულა აიღო. ტობი ალდერვეირელდის შეცდომამ ჰოლანდიელები დააწინაურა, პირველ ტაიმში მოურამ გაათანაბრა. მე-2 ნახევარში უდიდესი უპირატესობის მიუხედავად, “დეზებმა” მხოლოდ ერთხელ შეაგდეს და როგორც ყოველთვის, უგო ლორისმა გამოსვლაზე დაუშვა შეცდომა. 10 კაცით დარჩენილ “ტოტენჰემს” ლუკ დე იონგმა გაუტანა და 2-2 დასრულდა. “პსვ”-მ და “ტოტენჰემმა” პირველი ქულები აიღეს, “ინტერს” 6 აქვს.
ბარსელონა 2-0 ინტერი
გოლები: რაფინია 32, ალბა 83
ბარსელონა: ტერ შტეგენი – რობერტო, პიკე, ლენგლე, ალბა – ბუსკეტსი, რაკიტიჩი, არტური (არტურო ვიდალი 78 ) – კოუტინიო (მუნირი 88), რაფინია (სემედო 72), სუარესი
ინტერი: ჰანდანოვიჩი – ამბროზიო, შკრინიარი, მირანდა, ასამოა, ვესინო, ბროზოვიჩი – ვალერო (მარტინესი 63), კანდრევა (პოლიტანო 46), პერიშიჩი (ბალდე 77) – იკარდი
პსვ 2-2 ტოტენჰემი
გოლები: ლოსანო 30, დე იონგი 87 – მოურა 39, 55
წითელი ბარათი: უგო ლორისი 79