ბაჩანა არაბულის დუბლი უნგრეთის ჩემპიონატში
გუშინ უნგრეთის ჩემპიონატში მერვე ტურის შეხვედრები გაიმართა.
ერთ-ერთ მატჩში “მეზიოკიოვეშდი” “ბალმაზიუვაროშს” დაუპირისპირდა. ამ უკანასკნელში ქართველი თავდამსხმელი, ბაჩანა არაბული თამაშობს. 23 წლის სპორტსმენმა მინდორზე 90 წუთი ითამაშა და დუბლით გამოიჩინა თავი.
არაბულმა 35-ე წუთზე ანგარიში გახსნა. 58-ე და 70-ე წუთებზე ლაზარისა და სტრეშტიკის გოლებით მასპინძლები წინ გავიდნენ, თუმცა 88-ე წუთზე კვლავ ბაჩანამ შეძლო ტუიველის კარის აღება და საკუთარ გუნდს ქულა გადაურჩინა.
საბოლოოდ, შეხვედრა ანგარიშით, 2-2 დასრულდა.
ამ ფრის შემდეგ არაბულის კლუბი ექვსი ქულით ბოლოს წინა – მე-11 ადგილზეა.