ბადრი აქუბარდია: “რუსულ გუნდში თამაში? ამის წარმოდგენაც კი მიჭირს… “

თარიღი: თებერვალი 11, 2015

კიევის “დინამო-2”-ის 22 წლის მცველმა, ბადრი აქუბარდიამ, უკრაინულ პრესას ვრცელი ინტერვიუ მისცა.

– ბადრი, მოგვიყევი უკრაინაში როგორ მოხვდი? 

– 1992 წელს საქართველოში ომი დაიწყო. სამი წლის ვიყავი, როდესაც ჩემი ოჯახი საცხოვრებლად უკრაინაში გადმოვიდა. ჩერნიგოვის მახლობლად, ქალაქ ბახმაჩში ვცხოვრობდით, სადაც 6 წლის ასაკში ფეხბურთის თამაში დავიწყე. მერვე კლასში კიეველმა სელექციონერებმა შემამჩნიეს და დედაქალაქში წამიყვანეს. თავიდან ბროვარში ვიყავი, შემდეგ კი “დინამოში”.

– გახსოვს “დინამოში” როგორ მიგიწვიეს? 

– ერთ-ერთი ტურნირის დროს მოვეწონე და სინჯები შემომთავაზეს. მეათე კლასში ვიყავი, როდესაც “დინამოს” აკადემიაში დამპატიჟეს.

– 16 წლის ასაკში მოქალაქეობის არჩევაზე ბევრი იფიქრე?

– არა, უკრაინის ასაკობრივ ნაკრებში გამოძახებას დიდხანს ველოდი და ამაზე ბევრი არც მიფიქრია.

– მიმდინარე სეზონში გასულ წელთან შედარებით ნაკლები თამაში გიწევთ…

– ტრავმები… თუმცა უკეთესი მომავლის იმედი მაქვს. ყველაფერი კარგად იქნება.

– სხვა გუნდში იჯარაზე არ გიფიქრია? 

– ვფიქრობ, თუმცა ჯერ ოპტიმალურ ფორმაში უნდა შევიდე. ტრავმების გამო ნორმალურად ერთი წელი არ მითამაშია. მაგალითად, ჩემპიონატში ორი თამაში ვითამაშე და კვლავ დავშავდი.

– ტრავმამდე გქონდა გარკვეული შემოთავაზებები? 

– არა, არაფერი ყოფილა. უნდა ვითამაშო, ვიმუშავო და წინადებებიც იქნება.

– საქართველოდან ომის გამო წახვედით, ახლა კი უკრაინაში იგივე ხდება…

– სამწუხაროდ ასეა… იმედი მაქვს, რომ უახლოეს მომავალში ყველაფერი დალაგდება და მინდა ყველას ჯანმრთელობა ვუსურვო.

– ხელში იარაღის ასაღებად და ქვეყნის დასაცავად მზად ხარ?

– მზად ვარ! თუ საჭირო იქნება წავალ. რატომაც არა?

–  იმ შემთხვევაში თუ შენით რუსული კლუბი დაინტერესდება, მიიღებ ასეთ წინადადებას? 

– არა, ამის წარმოდგენაც კი მიჭირს. ჩემი ოცნება კიევის “დინამოს” ძირითად გუნდში თამაში და ტიტულების მოგებაა.

– საქართველოს ხშირად სტუმრობ?

– შვებულება თბილისში გავატარე.

– ქართულ ფეხბურთს ადევნებ თვალყურს? 

– ვადევნებ, თუმცა, უკრაინასთან შედარებით საქართველოში ფეხბურთი დაბალ დონეზეა. გამორჩეულები თბილისის “დინამო” და “ლოკომოტივი” არიან. საქართველოში უხეში ფეხბურთია. უკრაინაში ფეხბურთისგან სიამოვნებას იღებს, საქართველოში კი წვალობ. ჩემი ძმა იქ მწვრთნელად მუშაობს და მეუბნება, რომ პატარა ბავშვები ძალიან პერსპექტიულები არიან. თუმცა, თუ ადრეულ ასაკში ფული ჩაუვარდებათ ხელში მანქანებს ყიდულობენ და იკარგებიან.

– საქართველოში თამაში გსურს? 

– მინდა, რომ ეროვნულ ნაკრებში ვითამაშო.

– ქართულ გუნდში იჯარაზე არ გიფიქრია? 

– არა, უკრაინაში თამაში მირჩევნია.

– მანქანა გყავს? 

– არა. ამის აუცილებლობას ვერ ვხედავ. საზოგადოებრივი ტრანსფორტით ვსარგებლობ.

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ლევანდოვსკიმ ყველაზე რთული მეტოქე დაასახელა

მიუნხენის “ბაიერნის” თავდამსხმელმა, რობერტ ლევანდოვსკიმ ყველაზე რთული მეტოქე დაასახელა. პოლონელი ფეხბურთელმა მადრიდის “რეალის”...
წაკითხვა
ფეხბურთი

პეტი: “არსენალს” ისეთი დიდი ლიდერი სჭირდება, როგორიც სტივენ ჯერარდია”

ლონდონის “არსენალის” ყოფილი ნახევარმცველი, ემანუელ პეტი, თვლის, რომ უნაი ემერიმ “არსენალში” თავისი შესაძლებლობები ამოწურა და [...
წაკითხვა
ფეხბურთი

დავიდ ვილამ კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო

ესპანური ფეხბურთის ლეგენდამ, დავიდ ვილამ, ფეხბურთელის კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო. “ბარსელონასა” და “ატლეტიკოს” ყ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ერთადერთი შემთხვევა, როცა მესიმ მეტოქეს მაისურის გაცვლა სთხოვა

“ბარსელონას” სუპერვარკსვლავ ლიონელ მესის მეტოქეები მაისურს ხშირად სთხოვენ, თუმცა თავად მან მხოლოდ ერთ ფეხბურთელს სთხოვა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

რას აკეთებდა კარიმ ბენზემა “ეიბართან” მატჩის მიმდინარეობისას (ვიდეო)

9 ნოემბერს, ესპანეთის ჩემპიონატის მე-13 ტურში მადრიდის “რეალმა” სტუმრად “ეიბარი” 0:4 დაამარცხა. მატჩის მიმდინარეობისას, ბენზემ...
წაკითხვა
ფეხბურთი

გიუნდოგანმა ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

“მანჩესტერ სიტისა” და გერმანიის ნაკრების ნახევარმცველს, ილკაი გიუნდოგანს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელის დასახელება სთხოვეს. მან [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

სანტიაგო სოლარი “რეალში” დაბრუნდა

მადრიდის “რეალის” ყოფილი ნახევარმცველი და ექს-მწვრთნელი სანტიაგო სოლარი “სამეფო კლუბში” დაბრუნდა. “მარკას” ცნობით,...
წაკითხვა
ფეხბურთი

კიელინი: “სამწუხაროდ, “მილანის” ფანი ვიყავი, თუმცა შემდეგ დავჭკვიანდი

ტურინის “იუვენტუსის” ლეგენდამ პრესასთან საუბრისას აღიარა, რომ ადრეულ წლებში “მილანისა” და პაულო მალდინის ფანი იყო. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

VAR-ის ხელმძღვანელობა: “ინგლისში ჩვენ მუშაობას 7 ქულით შევაფასებდით”

პრემიერ ლიგაში VAR-ის ხელმძღვანელმა და ყოფილი არბიტრმა, ნილ სუორბრიკმა, ბრიტანეთში ახლად დანერგილი სისტემის მუშაობა შეაფასა. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ბარსელონამ” ისტორიაში პირველად წარადგინა მეოთხე ფორმა (ვიდეო)

“ბარსელონამ” ისტორიაში პირველად წარადგინა მეოთხე სათამაშო ფორმა. 2019/20 წლების სეზონის მეორე ფორმა კატალონიის დროშის ფერებში […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“მანჩესტერ სიტი” ზამთარში 100 მილიონს დახარჯავს

პრემიერ ლიგის 2019/20 წლების სეზონის 12 ტურის შემდეგ “ლივერპული” სატურნირო ცხრილში პირველ ადგილს იკავებს 34 […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მიხაილოვიჩმა იბრაჰიმოვიჩი “ბოლონიაში” მიიწვია

“ლოს ანჯელეს-გალაქსის” თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი შესაძლოა, იტალიის სერია А-ში დაბრუნდეს, თუმცა არა ქვეყნის რომელიმე წამყვან [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

რაჰიმ სტერლინგი მონტენეგროსთან არ ითამაშებს

ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, მონტენეგროსთან გასამართ მატჩში რაჰიმ სტერლინგი ინგლისის ნაკრების განაცხადში აღარ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ივან რაკიტიჩი საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ვერ ითამაშებს

კატალონიის “ბარსელონასა” და ხორვატიის საფეხბურთო ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, ივან რაკიტიჩმა, სლოვაკეთთან და საქართველოსთან გასამართ მატჩებ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფეხბურთელი დავით თარგამაძე “ცეკვავენ ვარსკვლავებში” მონაწილეობს (ვიდეო)

ბოლნისის “სიონის” 30 წლის ფეხბურთელმა, დავით თარგამაძემ “ცეკვავენ ვარსკვლავების” მე-9 სეზონში იღებს მონაწილეობას. საქართველოს ...
წაკითხვა