ბადრი კვარაცხელია: “როცა 60 ათასი ადამიანი ხვიჩა კვარაცხელიას სახელს სკანდირებს, მაგ გრძნობას ვერ გადმოვცემ”
ხვიჩა კვარცხელიას მამამ, ბადრი კვარაცხელიამ შვილზე გადაცემაში “სპორტი იმედზე” ისაუბრა.
“როცა ნაპოლის სტადიონზე ხარ და 60 ათასი ადამიანი ხვიჩა კვარაცხელიას სახელს სკანდირებს, მაგ გრძნობას ვერ გადმოვცემ. ზოგი ამბობდა, რომ ხვიჩას ნახევარი წელი დასჭირდებოდა ძირითადში მოსახვედრად, მე კი დარწმუნებული ვიყავი, რომ ის თავიდანვე ასე მაგრად დაიწყებდა.”
“სპალეტიმ უკეთ იცის როგორ ფორმაშია ხვიჩა და რა შეუძლია მას. გუნდიდან გამომდინარე ცვლის, რომ მეორე თამაშისთვის ჰყავდეს”
“გუნდში არავითარი ცალკე ჯგუფები არ არსებობს, სრული ერთიანობაა. პირდაპირ იგრძნობ ამ თბილ დამოკიდებულებას. ლუჩანო სპალეტის შესანიშნავი ურთიერთობა აქვს ფეხბურთელებთან”
“ჩვენთან კონტრაქტზე სალაპარაკოდ არავინ მოსულა. თითქმის ყოველ სამ დღეში ერთხელ თამაში აქვს. დილას 10-ზე მიდის, 2-სკენ ბრუნდება, ისვენებს და მთლიანად გადართულია ფეხბურთზე. სხვა არაფერზე ფიქრობს. პრაქტიკულად დროც არ გვქონია ქალაქის დასათვალიერებლად. ან თუ გავედით, საოცრება ხდება. ვცდილობთ, სახლში ვიყოთ”
“რომში იმდენად არ იგრძნობა ფეხბურთი. მთელი ნეაპოლი კი სულ მატჩს ელის და საოცარი მზადებაა ქალაქში”
“ხვიჩაზე, ზოგადად, ეს აჟიოტაჟი არ მოქმედებს”
ბადრი კვარაცხელია ყოფილი ფეხბურთელია და ქართულ და აზერბაიჯანულ გუნდებში ასპარეზობდა.