ბადშტუბერმა ვარჯიში განაახლა
გერმანიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი სერიოზული დაზიანების შემდეგ ვარჯიშს უბრუნდება.
სამშაბათს, 13 ოქტომბერს, ჰოლგერ ბადშტუბერის რეაბილიტაციის საბოლოო ეტაპი დაიწყო. 26 წლის მოთამაშე მიუნხენელთა ბაზაზე ინტენსიურ მომზადებას გადის.
მიუხედავად მინდორზე დაბრუნებისა, ბუნდესლიგის უახლოეს შეხვედრებში ბადშტუბერის გამოჩენა მაინც ნაკლებად მოსალოდნელია.
შეგახსენებთ, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში “რეკორდმაისტერის” მცველი გაუთავებელ ტრავმებს უჩივის.
2012 წელს ბადშტუბერმა სერიოზული დაზიანება მიიღო, რის გამოც მას თითქმის მომდევნო ორი წლის გამოტოვება მოუხდა. ამის შემდეგ დაახლოებით სამი თვის შემდეგ ის კვლავ დაშავდა. ბოლო ტრავმა კი აპრილის თვეში მიიღო.