“ბაიერი” – “აინტრახტი”: პირველად ბოლო 41 წლის მანძილზე
გერმანული ბუნდესლიგის 32-ე ტური საკმაოდ საინტერესო და უცნაურმა დაპირისპირებამ დახურა. ძნელად თუ გაიხსენებთ ისეთ მატჩს, რომლის პირველ ტაიმშიც შვიდი გავიდა, ხოლო მეორე უგოლოდ დასრულდა.
საქმე ლევერკუზენის “ბაიერისა” და ფრანკფურტის “აინტრახტის” დაპირისპირებას ეხება, რომლის პირველ ტაიმშიც მოულოდნელი ანგარიში, 6:1, დაფიქსირდა. შეგახსენებთ იმასაც, რომ ორივე გუნდს ამ ეტაპზე თანაბარი ქულები უგროვდება და ჩემპიონთა ლიგის ერთი საგზურისთვის იბრძვიან.
ასე რომ, ეს გახლავთ რიგით მეოთხე შეხვედრა, როდესაც ბუნდესლიგის მატჩში ერთმა გუნდმა მეორეს პირველ ტაიმში 6 გოლი გაუტანა (პირველად ბოლო 41 წლის მანძილზე). აქამდე ეს “გლადბახმა” (29 აპრილი, 1978), “ბაიერნმა” (12 ივნისი, 1976), “ჰერტამ” (18 აპრილი, 1970) და “დორტმუნდმა” (26 სექტემბერი, 1964) შეძლეს.
6️⃣ – @bayer04fussball are the 4th side to score 6 first-half goals in a Bundesliga match after Gladbach (29 April 1978), Bayern München (12 June 1976), Hertha BSC (18 April 1970) and Dortmund (26 September 1964). #B04SGE #Werkself
— Gracenote Live (@GracenoteLive) May 5, 2019