”ბაიერმა” დრაგოვიჩი შეიძინა?
დიდი ალბათობით, მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე კიევის ”დინამოს” ფეხბურთელი ალექსანდრ დრაგოვიჩი კარიერას ლევერკუზენის ”ბაიერში” გააგრძელებს.
აღნიშნულ ინფორმაციას Sky Sport-ი ავრცელებს. გავლენიანი წყაროს ერთ-ერთი ჟურნალისტის თანახმად, გერმანულმა კლუბმა 25 წლის მცველი 19 მილიონ ევროს სანაცვლოდ შეიძინა.
ჯერჯერობით, დრაგოვიჩის გერმანულ კლუბში ტრანსფერი ოფიციალურად არ დასტურდება.
ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ ავსტრიის ნაკრების ფეხბურთელი ”დინამოში” 2013 წლიდან თამაშობს და კლუბის მაისურით 62 მატჩი აქვს ჩატარებული.