“ბაიერნი” ბუნდესლიგის ლიდერია
გერმანიის ბუნდესლიგის მორიგ ტურში, “ბაიერნი” სტუმრად “ლევერკუზენს” ეწვია და მატჩი ფრედ დასრულდა (1-1).
აღსანიშნავია, რომ თითქმის მთელი თამაშის განმავლობაში, უპირატესობას სტუმრები ფლობდნენ. პირველი გოლი კი 30-ე წუთზე გავიდა, როდესაც ფრანკ რიბერის ბრწყინვალე გარღვევის შემდეგ, გადაცემა ტონი კროოს გაუკეთა და მანაც უძლიერესი დარტყმის შემდეგ ანგარიში გახსნა.
წონასწორობა ძალიან მალე აღდგა. დაახლოებით ორ წუთში “რეკორდმაისტერთა” საჯარიმოში არსებული არეულობით მასპინძლებმა ისარგებლეს და სემმა გოლი ცარიელ კარში გაიტანა.
ამ შეხვედრაში მეტი ბურთი აღარ გასულა. ამრიგად, ამ ერთი ქულის მოპოვების შემდეგ, “ბაიერნი” გერმანიის ბუნდესლიგის გათამაშებაში ლიდერობს.
“ლევერკუზენი” 1:1 “ბაიერნი”
გოლები: სემი, 32 — კროოსი, 30
“ლევერკუზენი”: ლენო, დონატი, სპაჰიჩი, ტოპარკი, ბენიში, ლ.ბენდერი, რაინარტცი, როლფესი, სემი(კრუზე, 82), ჯანი(სონი, 68), კისლინგი(ჰეგელერი, 84).
“ბაიერნი”: ნოიერი, რაფინია, ბოატენგი, დანტე, ალაბა, ლამი, შაქირი (რობენი, 71), კროოსი (გიოტცე, 84), შვაინშტაიგერი, რიბერი, მიულერი (მანჯუკიჩი, 80).
გაფრთხილება: ბენიში — ბოატენგი.
სანდრო საპანაძე