“ბაიერნი” დიუმფრისით დაინტერესდა
“ლა გაძეტა დელო სპორტის” ცნობით, მიუნხენის “ბაიერნი” მილანის “ინტერის” ნახევარმცველ დენზელ დიუმფრისით დაინტერესდა.
წყაროს თანახმად, ბავარიული გუნდის მთავარ მწვრთნელ იულიან ნაგელსმანს ნიდერლანდელი ფეხბურთელი მოსწონს და ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე მის დამატებას შეეცდება.
თავის მხრივ, “ინტერი” დიუმფრისს ძირითადი გუნდის წევრად თვლის და მის ტრანსფერზე დაყენებას არ აპირებს, თუმცა სარფიანი შემოთავაზების შემთხვევაში, შესაძლოა, ფეხბურთელის გაყიდვაზე დაფიქრდეს.
დენზელ დიუმფრისმა მიმდინარე სეზონში 36 მატჩი ჩაატარა, ოთხი გოლი გაიტანა და ექვსი შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
25 წლის ფეხბურთელსა და “ინტერს” შორის გაფორმებულ კონტრაქტს ვადა 2025 წლის ზაფხულამდე აქვს. სპეციალიზებული ინტერნეტპორტალი “ტრანსფერმარკტი” დიუმფირისის სატრანსფერო ღირებულებას 20 მილიონ ევროდ აფასებს. ნიდერლანდელი გარემარბის აგენტი მინო რაიოლა გახლავთ.