“ბაიერნი” გერმანიის თასის მფლობელია, ლევანდოვსკიმ ნოიერის პასით გაიტანა (ვიდეო)

თარიღი: ივლისი 5, 2020

გერმანიის თასის ფინალურ მატჩში მიუნხენის “ბაიერნმა” ლევერკუზენის “ბაიერი” ანგარიშით 4:2 დაამარცხა.

ბავარიელთა თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ დუბლი შეასრულა. განსაკუთრებით აღსანიშნავია პოლონელი ფეხბურთელის პირველი გოლი. საგოლე გადაცემა მეკარე მანუელ ნოიერმა ჩაიწერა. ეს გოლი ლევანდოვსკისთვის ამ სეზონში გატანილი 50-ე ბურთი გამოდგა, თუმცამოგვიანებით 51-ეც გაიტანა.

რობერტ ლევანდოვსკიმ ბუნდესლიგაში ჩატარებულ 31 მატჩში 34 გოლი მიითვალა, ჩემპიონთა ლიგაზე – ექვს შეხვედრაში 11 ბურთი, ხოლო ხუთ სათამაშო მატჩში ექვსი გოლი გაიტანა.

“ბაიერნი” ქვეყნის თასის გამარჯვებული მეოცედ გახდა.

გერმანიის თასი
ფინალი
“ბაიერი” “ბაიერნი” 2:4 (0:2)
გოლები: სვენ ბენდერი 59′, ჰავერცი 90+5′ — ალაბა 16′, გნაბრი 24′, ლევანდოვსკი 59′, 89′.

ლევანდოვსკის გოლი:

სრული მატჩის მიმოხილვა:

მსგავსი სიახლეები