“ბაიერნი” ლუკას ერნანდესს საფრანგეთის ნაკრებში არ გაუშვებს
მიუნხენის “ბაიერნის” ხელმძღვანელებმა გადაწყვიტეს, რომ ლუკას ერნანდესს საფრანგეთის ნაკრების შეკრებაზე წასვლის უფლება არ მისცენ. ამ ინფორმაციას კლუბის სპორტული დირექტორი ჰასან სალიჰამიჯიჩი ადასტურებს.
შეგახსენებთ, რომ ლუკას ერნანდესი, რომელიც “ბაიერნს” ბოლო ორ მატჩში ვერ დაეხმარა, დიდიე დეშამმა ნაკრების 23-კაციან განაცხადში მაინც შეიყვანა. საფრანგეთი ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში ისლანდიისა და თურქეთის ნაკრებებს უნდა დაუპირისპირდეს.
“ბავარიელები” არც დავიდ ალაბას ჯანმრთელობის გარისკვას აპირებენ – “ჩვენ მზად ვართ შევატყობინოთ ნაკრებების უფროსებს, რომ ეს ფეხბურთელები არასახარბიელო ფიზიკურ მდგომარეობაში იმყოფებიან. შემდეგ კი ექიმები ისაუბრებენ,” – აცხადებს სალიჰამიჯიჩი.
აქვე შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ნაკრებს ძირითადი მეკარე, ჰუგო ლორისიც, დააკლდება.