“ბაიერნი”: მარტინესი ვარჯიშს დაუბრუნდა
ესპანელმა ნახევარმცველმა მსუბუქი ვარჯიშების დაწყება დაადასტურა.
შეგახსენებთ, რომ 13 აგვისტოს, გერმანიის სუპერთასზე “დორტმუნდის” წინააღმდეგ 25 წლის ფეხბურთელმა მარცხენა მუხლის ტრავმა მიიღო.
გუშინ დილით მარტინესმა განაახლა მსუბუქი ვარჯიშები. რთული ტრავმის შემდეგ, ხავი ბურთს პირველად შეეხო.
“ბაიერნში” ის ორი წლის წინ ბილბაოს “ატლეტიკიდან” რეკორდულ თანხად, 40 მილიონ ევროდ გადავიდა.