“ბაიერნი” – “რეალი”: ლევანდოვსკი ვარჯიშს კვლავ ვერ ახერხებს
ოთხშაბათს, “ალიანც არენაზე” მიუნხენის “ბაიერნი” ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ დაპირისპირებაში მადრიდის “რეალს” მიიღებს. ამ მატჩში, შესაძლოა, გერმანელებს მთავარი დამრტყმელი ძალა, რობერტ ლევანდოვსკი არ ჰყავდეთ.
პოლონელმა შემტევმა, რომელმაც ბუნდესლიგის უკანასკნელ შეხვედრაში დორტმუნდულ “ბორუსიას” ორი გოლი გაუტანა, მხარი დაიზიანა. ვარაუდობდნენ, რომ იგი მინდორზე მალე დაბრუნებოდა და ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე, უპრინციპულეს მეტოქესთან ერთ ტაიმს მაინც ითამაშებდა, თუმცა საქმე ასე მარტივადაც არაა. ლევანდოვსკი არც ორშაბათის ვარჯიშის სესიაზე იყო. მისი თამაში კვლავ საეჭვოა.
სამაგიეროდ, გუნდს დაუბრუნდა თომას მიულერი. მანუელ ნოიერი გამოჯანმრთელებას ცდილობს და მისი ამბავი კვლავ გაურკვეველია, ხოლო, მატს ჰუმელსის ნახსენებ შეხვედრაში მონაწილეობა გამოირიცხა.