“ბაიერნი”: რიბერი დაბრუნებასთან ახლოსაა

თარიღი: ოქტომბერი 22, 2013

მიუნხენის “ბაიერნის” ფრანგი ნახევარმცველი შესაძლოა მოედანს უკვე ოთხშაბათს დაუბრუნდეს.

შეგახსენებთ, “მაინცის” წინააღმდეგ გერმანიის ბუნდესლიგის ეგიდით გამართულ შეხვედრაში, ფრანკ რიბერიმ ტერფის დაზიანება მიიღო, რის გამოც იგი ამ დრომდე ლაზარეთში იმყოფება. მიუხედავად ამისა, როგორც ექიმები აცხადებენ, იგი უკვე მწყობრშია.

რიბერი უკვე აქტიურ ვარჯიშს დაუბრუნდა და უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის შეხვედრაში, პლზენის “ვიქტორიას” წინააღმდეგ მოედანზე გასვლას გეგმავს.

“იმედი მაქვს, რომ ოთხშაბათს ჩეხების წინააღმდეგ ბავარიელთა დახმარებას შევძლებ”, – განაცხადა “რეკორდმაისტერების” შვიდიანმა.

სანდრო საპანაძე

მსგავსი სიახლეები