“ბაიერნი” სანჩესს წარმოუდგენლად დიდ ხელფასს სთავაზობს
მიუნხენის “ბაიერნის” ხელმძღვანელები მზად არიან, ალექსის სანჩესი კლუბის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახადონ. ამ ინფორმაციას გერმანული Kicker ავრცელებს.
როგორც იცით, 2016/17 წლების სეზონი ლონდონის “არსენალმა” არც ისე სახარბიელოდ განვლო და ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის შანსიც ვერ მოიპოვა, რამაც ალექსის სანჩესის საკმაოდ დიდი იმედგაცრუება გამოიწვია.
გერმანული გამოცემების თანახმად, საკმაოდ დიდია შანსი, რომ სანჩესი მომავალ სეზონში “ალიანც არენაზე” ვიხილოთ, სადაც ის ხელფასის სახით კვირაში 480 000 ევროს მიიღებს.