“ბაიერნის” ლაზარეთში მატებაა
“რეკორდმეისტერების” ლაზარეთს კიდევ ერთი მოთამაშე დაემატა.
გერმანიის თასზე, “ლევერკუზენთან” გამარჯვების შემდეგ, “ბაიერნის” სიტუაცია გართულდა. პენალტების სერიით შემდეგ ტურში გასვლა ვერ გაახარებდა პეპ გვარდიოლას შეგირდებს. გუნდს მატჩში კიდევ ერთი ფეხბურთელი დაემტვრა. დიდი ალბათობით, მეჰდი ბენატია “პორტუსთან” პირველ მატჩში იუქმებს.
“გუნდი უკვე გამოდიოდა სხვადასხვა მდგომარეობებიდან. ის მხოლოდ აპლოდისმენტების ღირსია. ახლა ჩვენ ვაკეთებთ აქცენტს ჯანმრთელ ფეხბურთელებზე და არა, ტრავმირებულებზე. რა თქმა უნდა, მათ ვუჭერთ მხარს, რათა მალე დაგვიბრუნდნენ. მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ნაკლებად სავარაუდოა,”-განაცხადა “ბაიერნის” სპორტულმა დირექტორმა, მათიას ზამერმა გუნდის ხალხმრავალ ლაზარეთზე.
ამ ეტაპზე, მიუნხენელთა ლაზარეთში არიან: მეჰდი ბენატია, ხავი მარტინესი, არიენ რობენი, ბასტიან შვაინშტაიგერი, დავიდ ალაბა და ფრენკ რიბერი.