“ბაიერნის” პრეზიდენტი: “ალბათ, კროოსის გაყიდვა არასწორი გადაწყვეტილება იყო”

თარიღი: მაისი 29, 2019

მიუნხენის “ბაიერნის” პრეზიდეტნი, ული ჰიონესი, აღიარებს, რომ 2014 წელს ტონი კროოსის მადრიდის “რეალისთვის” 25 მილიონ ევროდ მიყიდვა, შესაძლოა, კლუბის მხრიდან მიღებული არასწორი გადაწყვეტილება ყოფილიყო.

“ზოგჯერ ჩვენს ასოციაციას ძალიან რთული გადაწყვეტილებების მიღება უწევს. გამონაკლისი არც კროოსის შემთხვევა ყოფილა, ალბათ, მისი გაყიდვა არასწორი გადაწყვეტილება იყო,” – აცხადებს ჰიონესი.

აღსანიშნავია, რომ “ბაიერნიდან” წასვლის მიზეზს თავად 29 წლის ფეხბურთელი თავის პერსონალურ ფილმში შეეხო, რომლის დებიუტიც 30 ივნისს უნდა შედგეს – “ხშირად მეუბნებოდნენ, თუ რამდენად კარგი და საჭირო ფეხბურთელი ვიყავი, თუმცა არ მათამაშებდნენ.”

მსგავსი სიახლეები