“ბაიერნის” შემტევი: “ანჩელოტი უფრო მენდობა, ვიდრე წარსულში – გვარდიოლა”
ფრანგმა ფეხბურთელმა, ფრენკ რიბერიმ მის ახლანდელ მწვრთნელზე, კარლო ანჩელოტიზე და ყოფილ დამრიგებელზე, პეპ გვარდიოლაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ იტალიელი სპეციალისტისგან უფროო მეტ ნდობას გრძნობს, ვიდრე ამას წარსულში ესპანელისგან გრძნობდა.
აღსანიშნავია, რომ პეპ გვარდიოლას სამ წლიან ეპოქაში, რომელიც მას “რეკორდმაისტერში” ჰქონდა, რიბერიმ “ბუნდესლიგის” მხოლოდ 50 მატჩში მიიღო მონაწილეობა. რაც შეეხება ანჩელოტის, მის ხელში გერმანულმა კლუბმა სამი ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა, ყველა მათგანში რიბერი ძირითადში იყო და “ლიპსტადტთან” და “ლანდშუტთან” გოლების გატანა შეძლო.
“მე ძალიან თავისუფლად და მოტივირებულად ვგრძნობ თავს. კარლო ჩვენი გუნდისთვის ნამდვილი საჩუქარია. მას შემდეგ, რაც ის მოვიდა, მე დიდი ნდობა და მხარდაჭერა მაქვს.”
“ის შესანიშნავი მწვრთნელია. მჭირდება სწორედ მისი, ჰაინკესის და ჰიცფელდის მსგავსი პიროვნებები, რათა ჩემი თავის ვირწმუნო და რთული პერიოდის შემდეგ, ძალების აღდგენა შევძლო.”
“იმ დროის შემდეგ, რაც მე მქონდა, გაძლიერება დამოკიდებულია ნდობაზე, პატავისცემასა და პოზიტიურ ატმოსფეროზე. თუ ეს ყველაფერი მექნება, მაშინ, გპირდებით, ჩემი შესაძლებლობების ასს კი არა, ას ორმოცდაათ პროცენტს გამოვავლენ,” – განაცხადა 33 წლის ფეხბურთელმა.