“ბაიერნმა” “ბარსელონა” პირწმინდად დაჯაბნა (ვიდეო)
ლისაბონში მდებარე სტადიონ “ეშტადიუ დუ ჰენფიკაზე” “ბარსელონასა” და მიუნხენის “ბაიერნს” შორის უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის შეხვედრა გაიმართა, რომელიც გერმანელთა დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 8:2 დასრულდა.
მატჩის პირველ ნახევარში “რეკორდმაისტერმა” პირწმინდად დაჯაბნა “ბლაუგრანა” და მეტოქეს ოთხი ბურთი გაუტანა, ერთი ავტოგოლის საპასუხოდ.
მეორე ტაიმში სცენარი არ შეცვლილა: ბავარიელებმა კიდევ ოთხი გოლი გაიტანეს ერთის საპაუხოდ და საბოლოოდ ტაბლოზე 8:2 დაფიქსირდა.
“ბაიერნი” ტურნირის ნახევარფინალურ ეტაპზე “მანჩესტერ სიტისა” და “ლიონს” შორის გამარჯვებულს შეხვდება.
ჩემპიონთა ლიგა
მეოთხედფინალი
“ბარსელონა” — “ბაიერნი” 2:8 (1:4)
გოლები: ალაბა 4 (ა.გ.), სუარესი 57′ — მიულერი 4′, 31′, პერიშიჩი 22′, გნაბრი 28′, კიმიხი 63′, ლევანდოვსკი 82′, კოუტინიო 85′, 89′.