“ბაიერნმა” “ბეშიქთაშს” ხუთი უპასუხო გოლი გაუტანა (ვიდეო)
ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში ჩაერთო გერმანული “რეკორდმაისტერიც”, რომელმაც პირველი მატჩი “ალიანც არენაზე” გამართა და ადგილობრივ გულშემატკივარს კიდევ ერთხელ დაუმტკიცა, რომ მიმდინარე სეზონში ეს გუნდი უმაღლესი მიზნებისთვის იბრძოლებს.
გერმანელებმა მეტოქეს ხუთი უპასუხო გოლი გაუტანეს. თუმცა გოლებამდე იყო უხეშობის ბრალდებით ვიდას გაგდების ეპიზოდი რამაც მეტწილად განაპირობა ეს შედეგი.
გოლები ტომას მიულერის (43′ 66′), კინგსლი კომანისა (53′) და რობერტ ლევანდოვსკის (79′,88′) ანგარიშებზეა.
“ბაიერნი”: ულრაიხი; ალაბა, ჰუმელსი, ბოატენგი, კიმიხი; მარტინესი; ხამეს როდრიგესი (რობენი 44′), არტურო ვიდალი (ტოლისო 83′); კინგსლი კომანი (რიბერი 81′), ლევანდოვსკი, მიულერი
მთავარი მწვრთნელი: იუპ ჰაინკესი
“ბეშიქთაში”: ფაბრიციო; ადრიანო, პეპე, ვიდა, ერკინი (გონული 69′); მედელი (არსლანი 85′), ჰუტშინსონი; ქუარეჟმა, ტალიშა, ბაბელი; ლავი (ტოშიჩი 58′)
მთავარი მწვრთნელი: სენოლ გუნესი