„ბაიერნმა“ „დორტმუნდი“ გაანადგურა, გიოტცემ გოლი არ აღნიშნა
![](https://fanebi.com/wp-content/uploads/2013/11/Borussia-Dortmund-Bayern-M-nchen.jpg)
გერმანიის ბუნდესლიგის XIII ტურის ცენტრალური მატჩი დორტმუნდში შედგა, სადაც ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის ფინალისტები დაუპირისპირდნენ – „ბორუსიამ“ მიუნხენის „ბაიერნი“ მიიღო. ბავარიელთა ნახევარმცველმა მარიო გიოტცემ თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ პირველი შეხვედრა ჩაატარა. მისი ტრანსფერი ჯერ კიდევ გასული სეზონის დასრულებამდე გამოცხადდა – 2013 წლის აპრილში. გიოტცემ „ბორუსიას“ მოედანზე გამოსვლიდან 10 წუთში გაუტანა, თუმცა ახალგაზრდა გერმანელმა ფეხბურთელმა გოლი არ აღნიშნა. საბოლოო ჯამში, „ბაიერნმა“ მეტოქე ანგარიშით 3:0 გაანადგურა. დანარჩენი გოლები კი არიენ რობენისა და ტომას მიულერის ანგარიშზეა.
„ბაიერნი“ კვლავ წაუგებლად აგრძელებს გათამაშებას, მიუნხენელთა აქტივში 35 ქულაა, უახლოესი მადევარი ლევერკუზენის „ბაიერნი“ ლიდერს 4 ქულით ჩამორჩება. რაც შეეხება „ბორუსიას“, იურგენ კლოპის გუნდს 28 ქულით მესამე პოზიცია აქვს დაკავებული.
გერმანიის ბუნდესლიგა
XIII ტური
„ბორუსია“ დ.-„ბაიერნი“ 0:3 (0:0)
გოლები: გიოტცე 66′, რობენი 85′, მიულერი 87′.
გაფრთხილებები: გროსკროიცი 45′, მხითარიანი 56′ – ბოატენგი 36′, რაფინია 45′, მანჯუკიჩი 45′.