“ბაიერნმა” რობენი დაკარგა
მიუნხენის “ბაიერნის” ლიდერს ლაზარეთში რამდენიმე კვირის გატარება მოუწევს.
“გლადბახთან” გუშინდელ შეხვედრაში, ჰოლანდიელ გარემარბს ტონი იანჩკესთან შეჯახების გამო პირველი ტაიმის იძულებით დატოვება მოუწია.
“ბაიერნის” ოფიციალური თვითერის გვერდის ცნობით, არიენ რობენს რამდენიმე კვირა გაუცდება.
ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში, 31 წლის გარემარბმა 21 მატჩში 17 გოლი გაიტანა.