“ბაიერნმა” “როსტოვის” დამარცხებით “მანჩესტერ იუნატიედის” რეკორდი დაამხო!
გუშინ ჩემპიონთა ლიგამ აიღო სტარტი.
ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის შეხვედრაში “ალიანს არსენაზე” ერთმანეთს “ბაიერნი” და “როსტოვი” შეერკინნენ. მასპინძლებმა რუსები ანგარიშით 5:0 გაანადგურეს. საგუსლიხმოა, რომ ეს “რეკორდმაისტერის” ზედიზედ მე-13 გამარჯვება იყო საკუთარ მოედანზე, ჩემპიონთა ლიგის ტურნირზე.
გერმანელებმა ნახსენები მოგებით “მანჩესტერის” რეკორდი დაამხეს. “წითელმა ეშმაკებმა” 2006-2008 წლებში ფერგიუსონის თავკაცობით თავიანთ კედლებში ზედიზედ 12 შეხვედრა მოიგეს. მათი შედეგი გუშინ “ბაიერნმა” გააუმჯობესა.