„ბაიერნმა“ შაჩირი „ნაპოლიში“ არ გაუშვა
მიუნხენის „ბაიერნის“ 23 წლის ნახევარმცველს ჯერდან შაჩირის ფრანკ რიბერისთან და არიენ რობენთან კონკურენცია უჭირს – მიმდინარე სეზონში შვეიცარელმა ყველა ტურნირზე 13 მატჩი ჩაატარა და, ძირითადად, მოედანზე ცვლილებაზე შედიოდა.
აღნიშნული სიტუაციის გამოყენება „ნაპოლის“ ხელმძღვანელებმა ისურვეს, რომლებიც ტრავმირებული ლორენცო ინსინიეს შემცვლელის მოძებნას ცდილობენ.
„მე „ნაპოლის“ შაჩირიზე ვესაუბრე, თუმცა „ბაიერნი“ ფეხბურთელის იჯარით გაშვებას არ გეგმავს. ჯერდანს ნებისმიერ იტალიურ კლუბში თამაში შეუძლია, მაგრამ, ვფიქრობ, „ნაპოლი“ მას ყველაზე მეტად მოუხდებოდა“, – განაცხადა ფეხბურთელის აგენტმა ბრუნო სავინიმ.
ნეაპოლიტანელთა გარდა, ნიჭიერი შუახაზელის შეძენის სურვილი ასევე „იუვენტუსს“, „რომასა“ და „ინტერს“ აქვთ. ამავდროულად სამივე ამ კლუბს შვეიცარელის იჯარით დამატება სურს.