“ბაიერნმა” “შალკე” ძალიან ადვილად დაამარცხა (ვიდეო)
ბუნდესლიგის მეხუთე ტურში მიუნხენის “ბაიერნი” გელზენკირხენის “შალკეს” ეწვია და საკმაოდ ადვილად მოახერხა სახლში სამი ქულის წაღება. რის შემდეგაც, 5 მატჩში დაგროვებული 12 ქულით დროებით გალიდერდა, “შალკე” კი მეხუთე პოზიციაზე ჩამოეშვა 9 ქულით.
მატჩში ანგარიში რობერტ ლევანდოვსკიმ გახსნა 25-ე წუთზე, როდესაც თერთმეტმეტრიანი დარტყმის გოლად გარდასახვა შეძლო. ოთხი წუთის შემდეგ ბუნდესლიგაში თავისი პირველი გოლი გაიტანა ხამეს როდრიგესმა. 75-ე წუთზე კი არტურო ვიდალმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 0:3.
ბუნდესლიგის მეექვსე ტურში “ბავარიელები” “ვოლფსბურგს” მიიღებენ, გელზენკირხენელები კი “ჰოფენჰაიმს” ეწვევიან.
“შალკე”: ფარმანი; ნასტასიჩი, ნალდო, კერერი; ოცზიპკა, ბენტალები, მაკკენი (ემბოლო 56′), კალიგური; ჰარიტი (კონოპლიანკა 45′), გორეცკა; ბურგშტალერი (დი სანტო 69′)
მთავარი მწვრთნელი: დ. ტედესკო
“ბაიერნი”: ულრაიჰი; კიმიხი, მარტინესი (ჰუმელსი 76′), ზულე, რაფინია; ტოლისო (ვიდალი 69′), რუდი; როდრიგესი, მიულერი, კომანი, ლევანდოვსკი (ალკანტარა 64′)
მთავარი მწვრთნელი: კ. ანჩელოტი