„ბაიერნმა“ ზედიზედ მეორე მატჩი ვერ მოიგო
გერმანიის ბუნდესლიგის მე-19 ტურის მატჩში მიუნხენის „ბაიერნმა“ გელზენკირხენის „შალკე 04“ მიიღო, თუმცა მოგება კვლავ ვერ მოახერხა – შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.
მე-17 წუთზე ჯერომ ბოატენგმა სიდნეი სემი წააქცია, რისთვის პირდაპირი წითელი ბარათი მიიღო. მასპინძელთათვის საბედნიეროდ, მანუელ ნოიერმა დანიშნული პენალტის მოგერიება მოახერხა.
მეორე ტაიმის შუა მონაკვეთში არიენ რობენმა მეკარის მოედნიდან ბურთი გოლკიპერისგან შორეულ კუთხეში გაგზავნა – 1:0. 72-ე წუთზე ბენედიკთ ხიოვედესმა თავური დარტყმით ბურთი მიუნხენელთა ცხრიანში გაგზავნა – 1:1.
შეგახსენებთ, რომ წინა ტურში გვარდიოლას გუნდმა „ვოლფსბურგთან“ ანგარიშით 1:4 წააგო.
აღსანიშნავია, რომ ზედიზედ ორი მატჩი „ბაიერნმა“ გერმანიის ჩემპიონატში აქამდე 2014 წლის აპრილში ვერ მოიგო.
იხილეთ გერმანიის ჩემპიონატის სრული ცხრილი