ბაკაიოკო შეცვლაზე არ შევიდა და გატუზოს შეაგინა (ვიდეო)
იტალიის სერია A-ში “მილანი” საკუთარ მოედანზე “ბოლონიას” მასპინძლობს. შეხვედრის 26-ე წუთზე “როსონერის” საყრდენი ნახევარმცველი, ლუკას ბილია დაიმტვრა. ჯენატო გატუზოს მის ნაცვლად თამაშში ტიემუე ბაკაიოკოს ჩართვა სურდა, თუმცა ფრანგმა ნახევარმცველმა მოედანზე შესვლაზე უარი თქვა და გატუზოს შეაგინა (“f*ck off man”). საბოლოოდ, ბილიას მაგივრად თამაშში ხოსე მაური ჩაერთო.
გატუზომ ბაკაიოკოს ანიშნა, რომ ამ საკითხზე მოგვიანებით ისაუბრებენ.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ბაკაიოკო “მილანის” ვარჯიშზე დააგვიანა, გატუზომ ამის გამო მთელი გუნდი დასაჯა და ფეხბურთელები ხუთი დღით ბაზაზე გამოკეტა.
“fuck off man” diciamo che l’esperienza rossonera di #Bakayoko può definirsi conclusa. (Comunque mancanza di rispetto ingiustificabile questa) #MilanBologna pic.twitter.com/fdFminKkEH
— Giulia Bianchi (@GiuliaCuchu) May 6, 2019