ბაკურიანი ზამთრის უნივერსიადა 2016-ს უმასპინძლებს
23-24 თებერვალს დაბა ბაკურიანში გაიმართება ტარდიციული ტურნირი სტუდენტებს შორის ‘’ზამთრის უნივერსიადა 2016”.
უნივერსიადა ჩატარდება საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს შორის, სადაც მონაწილეობას მიიღებს 100-დან 120 სპორტსმენამდე. “ზამთრის უნივერსიადა 2016″-ის ორგანიზატორია საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაცია, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთან ერთად. შეჯიბრის გენერალური სპონსორია ‘’კავკასუს ონლაინი”.
ტურნირთან დაკავშირებით 19 თებერვალს 17:00 საათზე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში სტუდენტებთან შეხვედრა და პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც ჟურნალისტების კითხვებს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის პრეზიდენტმა ლექსო გუგავამ უპასუხა.
უნივერსიადა ჩატარდება შემდეგ სახეობებში:
1. სათხილამურო კროსი (ვაჟები, გოგონები).
2. სნოუბორდ კროსი (ვაჟები).
3. პარალელური გიგანტური სლალომი (ვაჟები, გოგონები)