ბალაძე, ჩხეტიანი, ნემსაძე – დინამო, ტორპედო, დინამო

თარიღი: სექტემბერი 1, 2021

2 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები გაიმართება და ამომრჩეველი მერებს და საკრებულოების ახალ შემადგენლობებს აირჩევს.

საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტნის, კახა კალაძის მეორედ თბილისის მერობის სურვილი რთული გამოსაცნობი არ იყო, თუმცა მის გარდა პოლიტიკამ საკმაოდ დიდი შევსება ფეხბურთიდან მიიღო და მათ შორის, საუკეთესო კლუბებიდან.

ბათუმის “დინამოს” გენერალური დირექტორი ასლან ბალაძე “ქართული ოცნების” პროპორციული სიის პირველი ნომერია ბათუმის საკრებულოში და მას საკრებულოს თავჯდომარეობასაც უწინასწარმეტყველებენ. ბალაძე წლების განმავლობაში ფეხბურთელი იყო, შემდეგ ბათუმელთა მთავარი მწვრთნელი, სპორტული დირექტორი და ბოლოს გენერალური დირექტორი.

თბილისის “დინამოს” ყოფილი მწვრთნელი და ყოფილი სპორტული დირექტორი გიორგი ნემსაძე “ქართულმა ოცნებამ” ცაგერის მერობის კანდიდატად დაასახელა. ნემსაძე 2006 წელს “ნაციონალური მოძრაობიდან” თბილისის საკრებულოს წევრად აირჩიეს, 2012 წელს გიორგი მეორედ გახდა “ენმ”-ს სიით საკრებულოს წევრი, მაგრამ შემდეგ “ოცნებაში” გადავიდა და ფრაქციის თავჯდომარეც გახდა. 2007 წელს ფედერაციის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ რამდენიმე საათში განცხადება დაწერა და პოსტი დატოვა. მის ნაცვლად ნოდარ ახალკაცი უმცროსი დაინიშნა. რა თქმა უნდა, მაშინ მასზე ზეწოლა მოხდა და ამ ნაბიჯის გადადგმა მოუწია.

ქუთაისის “ტორპედოს” მოქმედი მთავარი მწვრთნელი კახაბერ ჩხეტიანი გიორგი გახარიას პარტია “საქართველოსთვის”-დან ქუთაისის საკრებულოში პროპორციული სიის მე-3 ნომერია. 29 აგვისტოს ბაგრატის ეზოში მან ახალგაზრდებთან შეხვედრაც გამართა. საინტერესოა, არჩევის შემთხვევაში, როგორ შეათავსებს ჩხეტიანი მწვრთნელობასა და პოლიტიკას ერთად.

ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ თბილისის მერობის კანდიდატად გახარია არჩილ არველაძეს დაასახელებდა, თუმცა არველაძემ ეს ინფორმაცია უარყო. ამავდროულად, თავისუფალ ჭიდაობაში ოლიმპიურმა და მსოფლიო ჩემპიონმა ლადო ხინჩეგაშვილმა გორის მერობა გადაწყვიტა.

 

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

როგორ შეასრულა ბოლო წუთებზე პენალტი ბრუნო ფერნანდეშმა (ვიდეო)

პრემიერ ლიგის მეექვსე ტურის ეგიდით “ოლდ ტრაფორდმა” “მანჩესტერ იუნაიტედისა” და “ასტონ ვილას” დაპირისპირებას უმასპინ...
წაკითხვა
ფეხბურთი

მამარდაშვილი სკამზე – ბორდალასმა სილესენი დააბრუნა

“ვალენსიას” მთავარმა მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა “ბილბაოსთან” ძირითად შემადგენლობაში იასპერ სილესენი დააბრუნა და გიორგი მამარდა...
წაკითხვა
ფეხბურთი

“მანჩესტერ სიტიმ” გასვლაზე ლონდონის “ჩელსი” დაამარცხა (ვიდეო)

ინგლისის პრემიერ ლიგის მეექვსე ტური ცენტრალურმა დაპირისპირებამ გახსნა ლონდონის “ჩელსისა” და “მანჩესტერ სიტის” მონაწილეობით. ჩე...
წაკითხვა
ფეხბურთი

რომელ საფეხბურთო აკადემიაში მიიყვანა ხვიჩა კვარაცხელიამ თავისი ძმა?

ბიზნესმენმა ილია კოკაიამ საფეხბურთო გადაცემა “ტაიმაუტში ვლადიმერ გუცაევთან ერთად” “ზესტაფონის” აკადემიაზე ისაუბრა და მათ შორის...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ბარსელონა”: “ჩვენი ტალანტი შოთა არველაძემ აღმოაჩინა”

კატალონიის “ბარსელონამ” თურქული “კაისერისპორიდან” 2 მილიონად 17 წლის ემრე დემირი იყიდა, რომელიც ჯერ “ბარსელონა ბ”-...
წაკითხვა
ფეხბურთი

საბა ლობჟანიძის ფასი მალე გაორმაგდება!

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და თურქული “ჰათაისფორის” 26 წლის შემტევი ნახევარმცველი საბა ლობჟანიძე საუცხოო ფორმაშია და […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

გიორგი ჩაკვეტაძე: “თავი პატარა ბავშვად ვიგრძენი”

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ბელგიური “გენტის” ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე კლუბში დიდ ხნიანი პაუზის შემდეგ სასტარტო […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ითამაშებს თუ არა გიორგი მამარდაშვილი ბილბაოს “ატლეტიკის” წინააღმდეგ?

ხვალ, 25 სექტემბერს, ლა ლიგის მე-7 ტურში “ვალენსია” საკუთარ მოედანზე ბილბაოს “ატლეტიკს” დაუპირისპირდება. მატჩამდე ერთი [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

პიკე: “ბარსელონაში” იმისთვის არ ვარ, სეზონი მეორეზე ან მესამეზე რომ დავასრულოთ

კატალონიის “ბარსელონა” საშინელ ფორმაში იმყოფება. “ბაიერნთან” განადგურებისა (0:3) და “გრანადასთან” საშინაო არენაზე ...
წაკითხვა
ფეხბურთი

მბაპემ ლიგა 1-ში ზლატან იბრაჰიმოვიჩის რეკორდი გააუმჯობესა

“პარი სენ-ჟერმენის” სუპერვარსკვლავი, კილიან მბაპე, ლიგა 1-ის აგვისტოს თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. შედეგად, მბაპემ ზლატან [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ლამაზი ფეხბურთი დამთავრდა” – ლუკას პაკეტა ფინტის გაკეთების შემდეგ გააფრ

22 სექტემბერს საფრანგეთის ლიგა 1-ში “ლიონმა” საკუთარ მოედანზე “ტრუა” მიიღო და მეტოქე 3:1 დაამარცხა. მატჩის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ალეიშ ვიდალმა “ბეტისთან” მატჩში საზარელი ტრავმა მიიღო (ფოტო)

“ესპანიოლის” რიგებში მოასპარეზე ალეიშ ვიდალმა “ბეტისთან” მატჩში საზარელი ტრავმა მიიღო. ვიდალმა ამ მატჩში (2-2) ანგარიში [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

“სად არის მესი?” – როგორ დახვდნენ “კადისის” ფანები “ბა

კატალონიის “ბარსელონა” ლეო მესის წასვლის შემდეგ კვლავაც კრიზისში იმყოფება. “ბაიერნთან” საკუთარ მოედანზე განადგურების (0-3) შემ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ტოტენჰემმა” ფონსეკაზე უარი მისი შემტევი სტილის გამო თქვა

პაულო ფონსეკამ პრესასთან საუბრისას დაასახელა მიზეზი, რის გამოც “ტოტენჰემთან” ხელშეკრულების გაფორმება ვერ მოხერხდა. შეგახსენებთ, რომ [&hell...
წაკითხვა