ბალაკი: „გერმანიას მუნდიალის მოგება შეუძლია“
გერმანიის ეროვნული ნაკრების ყოფილი ნახევარმცველის მიხაელ ბალაკის აზრით, „ბუნდესტიმს“ მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის მოსაგებად ყველაფერი აქვს.
„დარწმუნებული ვარ, რომ გერმანიას მუნდიალის მოგება შეუძლია. გუნდმა შესარჩევი ციკლი უპრობლემოდ გადალახა და საინტერესო იქნება, რამდენად გაუმკლავდება სირთულეებს. მოგეხსენებათ, ევროპელებს სამხრეთ ამერიკაში მსოფლიოს ჩემპიონატი ჯერ არასდროდ მოუგიათ. იმედია, პირველი, ვინც ამას გააკეთებს, სწორედ გერმანიის ნაკრები იქნება“, – განაცხადა ბალაკმა.
ალექსანდრე მატევოსოვი