ბალაკი: “ოზილი ამ გუნდში უნდა გადავიდეს”
მესუთ ოზილს ლონდონის “არსენალთან” კონტრაქტი 2018 წლის ზაფხულზე ეწურება. “მეთოფე” ახალ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერას არ ჩქარობს. რაც დრო გადის, იზრდება იმის შანსი, რომ გერმანელმა გამთამაშებელმა “არსენალი” დატოვოს.
ლეგენდარული ფეხბურთელი, მიხაელ ბალაკი მის თანამემამულეს ურჩევს, რომ მიუნხენის “ბაიერნში” გადავიდეს.
“მესუთი საოცარი ფეხბურთელია. მის კლასში ეჭვი არავის შეაქვს. მისით ძალიან ბევრი კლუბია დაინტერესებული.”
“თუ ოზილს უნდა, რომ მნიშვნელოვანი ტიტულები მოიგოს, “ბაიერნში” უნდა გადავიდეს. ეს მისთვს იდეალური ვარიანტია.”
“შესაძლოა, ბევრი ეჭვობდეს, რომ ბავარიელებმა 28 წლის ოზილში 50 მილიონი ევრო არ გადაიხადონ. თუმცა, თუ შენ გინდა შეინარჩუნო ფავორიტის სტატუსი ნებისმიერ ტურნირზე, უნდა მოიყვანო მსოფლიო კლასის ფეხბურთელები. შესაბამისად, დიდი ინვესტიციის ჩადებაც მოგიწევს,” – აცხადებს გერმანელი.